მარგანცოვკა ჯერ კიდევ სკოლის ქიმიის გაკვეთილებიდანაა ნაცნობი. თურმე მისი მეშვეობით ბაღში ფუსფუსი გაცილებით ხელსაყრელია.
1. ბაღის ჭურჭლის დეზინფექცია
პროცედურისთვის მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 10 ლ წყალში გახსენით 3 ჩ.კ. მარგანცოვკა. მიღებული მასით გარეცხეთ პლასტიკური ჭურჭელი, ხის კი ჩაალბეთ, რათა ნივთიერება შეიწოვოს. შემდეგ კარგად გააშრეთ.
2. ნიადაგის მომზადება გადარგვისთვის
პირველ რიგში ნიადაგის დეზინფექცია უნდა მოახდინოთ. არ აქვს მნიშვნელობა მაღაზიაში ნაყიდი ნიადაგია თუ ტყიდან მოტანილი. გახსენით 5გ მარგანცოვკა 1 ლ წყალში, აურიეთ და ნიადაგს მოასხით. ასე მას მავნებლებისგან დაიცავთ.
3. თესლების გადამუშავება
იმისთვის, რომ თესლიდან ჯანსაღი მცენარე გაიზარდოს, ისინი მარგანცოვკაში ჩაალბეთ.
4. ბოლქვების გადამუშავება
გამოიყენეთ მარგანცოვკა ხახვისთვის. გარდაგვამდე ჩაალბეთ, მაგალიტად 1ლ წყალში 3 გ ნივთიერება გახსენით და ბოლქვები მასში 1 საათით მოათავსეთ. თუ გადასარგავ მასალაში დაბინძურება შეინიშნება, უფრო ძლიერ საშუალებას ამზადებენ. 1ლ წყალში 20 გ ნივთიერებას ამატებენ და 20 წუთით ტოვებენ.
კარტოფილის ბოლქვები 20-30 წუთით ჩაალბეთ. ამისათვის 10 ლ წყალში გახსენით 10გ მარგანცოვკა.
5. ფარდულის და სარდაფის დეზინფექცია
დაასველეთ არამხოლოდ თაროები, არამედ კედლებიც. ხის ავეჯი სჯობს ჩაალბოთ და შემდეგ მეზე გააშროთ.
6. სათბურის დეზინფექცია
თუ გასულ წელს მცენარები დაგიავადმყოფდათ, დაამუშავეთ სათბური მარგანცოვკის ხსნარით. ინსტრუმენტის სახით გამოიყენეთ ნაჭერი ან ღრუბელი. მუშაობის პროცესში ჩაიცვით ხელთათმანი.
პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს
- გაიტანეთ ნაგავი
- გაწმინდეთ კედლები და კარკასი ჭუჭყისგან;
- ყველაფერი მორეცხეთ ხსნარით (2-3 ჩ.კ. 10ლ წყალში);
- საგულდაგულოდ გარეცხეთ კარი და ზღურბლი;
- მობანეთ გარედანაც
7. ბაღის ინვენტარის დეზინფექცია
მათ ხშირად ჩნდებიან მავნებლები. თუ დაავადებულ მცენარეზე მუშაობთ, შემდეგ კი ინსტრუმენტს სხვა რამისთვის გამოიყენებთ, შესაძლოა ისიც დაზიანდეთ. ყოველი პროცედურის წინ გარეცხეთ ინვენტარი მარგანცოვკის ხსნარით. დეზინფექციისთვის კონცენტრირებული მასა დაამზადეთ – არანაკლებ 1 ჩ.კ. 1 ლ.წყალზე.
8. ნიადაგის დამუშავება თხრილებზე
10 ლ თბილ წყალში გახსენით 5გ მარგანცოვკა და აცადეთ, სანამ კრისტალები არ გაიხსნება. მზა ხსნარი თანაბრად დაასხით თხრილს.
9. მცენარის გამოკვება
მარგანცოვკის შემცველობაშია მარგანეცი და კალიუმი, რომელიც მცენარის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია. ასეთი ბიუჯეტური საშუალება მათ გამოკვებავს და დაავადებებისგან დაიცავს. ამ დროს მნიშვნელოვანია ხსნარის კონცენტრაცია.
კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხალს, კარტოფილს, ბარდას მარგანცოვკით შუა ზაფხულში კვებავენ. ამისთვის 3გ ნივთიერებას 10ლ წყალში ხსნიან, რაც 3/4კმ-ს ყოფნის.
10. მცენარის გამრავლებისას
მოამზადეთ ხსნარი და ფრთხილად წაუსვით ბამბით მცენარის ზედაპირს. შემდეგ შეუდექით დარგვას.
11. ნერგებზე შავი ძირების საწინააღმდეგოდ
შავ ძირებს მთელი ნერგის განადგურება შეუძლიათ, ასევე მეზობელი ნერგების დაზიანება. საუკეთესო პროფილაქტიკა მარგანცოვკაა. 3-5 გ ნივთიერება გახსენით 10ლ წყალში. ვარდისფერი ხსნარი უნდა მიიღოთ, რომლითაც ფესვები ფრთხილად გარეცხოთ.
12. ლპობის საწინააღმდეგოდ
იმისთვის, რომ ჟოლო და მარწყვი არ დაგილპეთ, მოამზადეთ ხსნარი: 1.5-2 ჩ.კ. მარგანცოვკა 10ლ წყალში გახსენით. შემდეგ გამორეცხეთ მცენარეები და ნიადაგი მათ ქვეშ. პროცედურა ყვავილობამდე უნდა ჩატარდეს, სანამ ფოთლები გაზრდას დაიწყებენ. ზაფხულში მეორე გაიმეორეთ. 2-2.5 ჩ.კ. 10ლ წყალში.
ყურძნის დასაცავად 5-7გ გახსენით 10ლ წყალში.
13. ნაცროვანი სოკოების საწინააღმდეგოდ
კიტრზე, ჭარხალზე ან ყაბაყზე ნაცროვანი სოკო გაჩნდა? 3გ მარგანცოვკა 10ლ წყალში გახსენით და მცენარეს და ნიადაგს მოასხით. პროცედურა ყოველ 2-3 დღეში გაიმეორეთ, სეზონზე 3-ჯერ.
14. ფიტოფტოროზის საწინააღმდეგოდ
100გ ნიორი წვრილად დაჭყლიტეთ, დაასხით თბილი წყალი და დააყენეთ. შემდეგ დღეს ხსნარი გაცერით და 1გ მარგანცოვკა დაუმატეთ. გახსენით 10ლ წყალში და გადაასხით მცენარეს, 10-15 დღეში დაამუშავეთ დაზიანებული ნაწილები.