პირთან კანის დაჭიმვისთვის აიღეთ ბოთლის საცობი. გააღვიძეთ მიძინებული კუნთები!

ახლა ყველგან საუბრობენ იდუმალ ფეისფიტნესზე – სახის მარტივ ვარჯიშზე, რონელსაც ოვალის კორექტორება და ნაოჭებისგან განთავისუფლება შეუძლია ძვირადღირებული ოპერაციების გარეშე. ამასთან, მოდური მიმართულების ტრენერები გვიმტკიცებენ, რომ დღეში 15 წუთი ვარჯიში სავსებით საკამრისია, რათა 2 თვეში 10 წლით გაახალგაზრდავდეთ.

წარმოგიდგებთ სახის დაჭიმვის საოცარ ვარჯიშებს. სულ რაღაც 4 ცალს, მათი შესრულება დიდ დროს არ წაიღევს. მთავარია, რომ შედეგი ამად ღირს.კანი დაიჭიმება, ნაოჭები გაქრება, ხოლო სახის ოვალი უფრო გამოიკვეთება.

სახის ოვალის კორექცია

სავარჯიშო “ჭა”
ამ სავარჯიშოს შესრულება ყოველდღე შეიძლება! ის ებრძვის სახის ასიმეტრიას და აკორექტირებს მის ოვალს. ხელისგულები ლოყებზე მჭიდროდ დაიდეთ. ნელა ჩამოწიეთ ქვედა ყბა ქვევით, ვერტიკალურად.

შემდეგ ნელა აწიეთ ისევ მაღლა, თითქოს არ გინდათ რო წყალი გადმოგესხათ. ნაზად დააჭირეთ ხელისგულები, შეასწორეთ ყბის მოძრაობა, არ მისცეთ საშუალება გვერდებზე გაიწიოს. გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

სავარჯიშო «საცობი»
ის სახის ოვალს შეარბილებს და დააკორექტირებს, მოდუნდება დაჭიმული საღეჭი კუნთები, გაუმჯობესდება სახსრების მდგომარეობა, პირის გარშემო ნაოჭები დალაგდება. ამისთვის ღვინის ბოთლის საცობი დაგჭირდებათ. მჯდარ ან მდგარ მდგომარეობაში მოათავსეთ საცობი კბილებს შორის და დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა. მშვიდად უყურეთ საკუთარ თავს სარკეში 30 წამის მანძილზე და ნელ-ნელა დრო 60-90 წამამდე გაზარდეთ. ფრთხილად მოიშორეთ საცობი და დაუბრუნდით ჩვენ მდგომარეობას. ასეთუ სავარჯიშოს შესრულება საკმარისია კვირაში 3-4 ჯერ. მისი შესრულების დროს ახვა ნურაფრით დაკავდებით. არ დარეცზოთ ჭურჭელი ან დაალაგოთ სახლი. სახის კუნთები მოდუნებული უნდა იყოს.

საღეჭი კუნთების გასწორება
ეს სავარჯიშო კუნთებს მოდუნების და დასვენების საშუალებას მისცემს. პირი ფართოდაა ღია, ტუჩები მსუბუქად დაჭიმული, თითქოს ამბობთ ასოს “ო”. ხელის გულებით ნელა დაამუშავეთ საღეჭი კუნთები ქვედა ყბის ძვლიდან დაბლა და ლოყებიდან ქვედა ყბის კუთხემდე. გაიმეორეთ 6-7-ჯერ.

თავის ბრუნვა
საცობში გაიჭედეთ? დაუთმეთ დრო საკუთარ თავს! დაჯექით სწორად და მიატრიალეთ თავი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ეცადეთ მხრის იქით გაიხედოთ. გაიმეორეთ 10-10-ჯერ.

შემდეგ ჯერ ერთი მხრისკენ გადაწიეთ, შემდეგ მეორე მხრისკენ. ესეც 10-ჯერ.

უკანასკნელი ეტაპია აწიოთ მხრები მაღლა და დააბრუნოთ საწყის პოზიციაში. გაიმეორეთ 20-ჯერ. მსგავსი კომპლექსის ყოველდღიური გამორება გაგანთავისუფლებთ ნაოჭებისგან და სახის ოვალს ფორმას მისცემს.