დღეში 30 წუთი ეს ვარჯიშები და 40 დღეში ზედმეტი კილოგრამები გაქრება, ვითომ არც ყოფილა

საცურაო სეზონი გვიახლოვდება და ყველა ფორმაში ჩადგომას ცდილობს. ხშირად ეს რთულია და ოცნებებად რჩება. ჩვენ წარმოგიდგენთ სავარჯიშოებს წვრილი წელისთვის, რომელთა მეშსვეობითაც საწადელს მიაღწევთ.

როგორ დავაპატარაოთ წელი

მუხლების დაჭიმვა
დაწექით, აწიეთ ტანი, დაეყრდენით იდაყვებს და გააკეთეთ ისე, რომ ფეხები და ზურგი ერთი სწორი ხაზი იყოს. გაჩერდით ამ პოზიციაში 20 წამი.

ქუსლებთან შეხება
დაწექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ და მხრებზე ოდნავ ფართოდ დადგით. დაჭიმეთ ხელები ხელის გულებით ძირს, ჩასუნთქვაზე კორპუსუ მარცხნივ დაჭიმეთ, რაღა მარცხენა ქუსლს მარცხენა ხელის თითებით შეეხოთ. ამოსუნთქვაზე პირველად მდგომარეობას დაუბრუნდით და 30 დახრა ორივე მხარეს შეასრულეთ.

V-ფორმის მობრუნება
დაწექით მარჯვენა მხარეს, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და მარცხენა ხელი თავს უკან შემოდეთ. აწიეთ სწორად ფეხები და კორპუსი ფეხებთან მიიტანეთ. დახატეთ ასო V და მარჯვენა ხელს დაეყრდენით, შემდეგ უკან დაბრუნდით და გაიმეორეთ სავარჯიშო 6-8-ჯერ მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

«ვირის პოზა»
დადექით ოთხ ფეხზე, ხელისგულები მხრების ხაზზე დააწყვეთ. მორიგეობით აწიეთ ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა ფეხი მაღლა, მოხარეთ მუხლში და ტერფი დაჭმეთ. კორპუსი უმოძრავად უნდა გქონდეთ. თავი სწორად დაიჭირეთ. ორივე ფეხზე 20-20ჯერ გაიმეორეთ.

«დაკეცილი ფეხი»
დაწექით ზურგზე, დაჭმეთ ხელები წინ და აწიეთ ფეხები. ეცადეთ იატაკს აღარ შეახოთ, გაჩერდით ამ პოზაში რამდენხანსაც შეძლებთ. ამის შემდეგ, უკან ნელა დააბრუნეთ. გაიმეორეთ 15-ჯერ.

«შუშის გასაწმენდი მოწყობილობა»
დაწექით ზურგზე და ხელები ჩამოუშვით. მოხარეთ მუხლები 90 გრადუსით. გადაწიეთ ფეხები მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, არ შეეხოთ იატაკს. გაიმეორეთ 30-ჯერ.

ამ მარტივისავარჯიშოების კომპლექსური შესრულება მშვენიერ ფიგურაზე და განწყობაზე აგებს პასუხს. ვარჯიშში თითქმის ყველა ჯგუფის კუნთებია ჩართული, ამიტომ ისინი ტონუსში მოგიყვანთ.

გახსოვდეთ რომ სავარჯიშოების შესრულება რეგულარულადაა აუცილებელი, რათა ლამაზი ფორმების ქონა ზაფხულისთვის მოასწროთ.

კომენტარის დატოვება