იაპონელი ქალები ამ მასაჟს რეგულარულად აკეთებენ. ყვრიმალების ტექნიკა სილამაზის გარანტია.

ყვრიმალების ტექნიკა იაპონიაში სახის დაჭიმვისთვის შეიმუშავეს. ფაქტობრუვად ეს არის პლასტიკა, რომელსაც ქირურგი არ ასრულებს, ამას თქვენ თვითონ ხელებით იკეთებთ.

მისი მთავარი დანიშნულება იმაშია, რომ თავის ქალის ძვლებზე მოქმედებს და არა მხოლოდ კანსა და კუნთებზე. მისი შემქმნელები ფიქრობენ, რომ ქალის ძვლებზეცც მოქმედებს გრავიტაცია, მათ კი კუნთები და კანი მოყვება.

მასაჟი

იაპონიაში “პატარა სახეს” აფასებენ. მას კი ადვილად მიაღწევთ ამ მასაჟის მეშვეობით. ანუ არა გაწელილ არამედ შეკრულ, დაჭიმულ სახეს. მასაჟის დროის 70 % ქალაზე და დეკოკტის ზონაზე მუშაობაა. მხოლოდ 30%ია სახეზე.

ამ მეთოდიკის შემქმნელი ჩიიო ჰაიასი, ძვლების დაავადებების პრობლემების მკვლევარი იაპონური ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს: “სახის ძვლების სტიმულირებით მათი მდებარეობის კორექციას ვახდენთ, ქრება შეშუპება და უმჯობესდება სისხლის მოძრაობა”.

«ამ მეთოდით მაღლა იწევა ლოყები, ლაგდება შუბლი და ჯანსაღდება სახე. ამასთან, ის სახის ძვლების ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაა.”

მასაჟის დაწყებამდე სახეზე მასაჟისთვის განლუთვნილი ზეთი წაისვით, რათა არ გაგიღიზიანდეთ კანი. ხშირად ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს იყენებენ.

ლოყების და ყვრიმალების აწევა
მუჭები ლოყის ძვლებზე მიიდეთ, ყვრიმალების ქვეშ. შემდეგ მაღლა მიაწექით. 10 წამი გაჩერდით. მოადუნეთ ხელები. გაიმეორეთ 10-ჯერ. უკეთესი ეფექტისთვის იდაყვებით მაგიდას დაეყრდენით.

ლოყების დაჭიმვა
შეკარით ხელები ისე, რომ დიდი თითები ერთმანეთთან მოხვდნენ.

მოათავსეთ ისინი ლოყაზე ისე, რომ დიდი თითის დაბოლოება მარცხენა თვალის შიდა კუთხეში მოხვდეს. ნელა აამოძრავეთ თითები ყურისკენ, თითქოს ლოყას მისკენ უბიძგებთ.

შემდეგ დიდი თითი ყურის უბეში მოათავსეთ, ნელა დააწექით და ყურის უკნიდან კისრის დასაწყისამდე ჩამოიტანეთ.

ორმაგი ნიკაპი
ეს სავარჯიშო სახის კონტურს უფრო გამოკვეთილს გახდის. მოაქციეთ ნიკაპი შუათითსა და არათითს შორის.

იმოქმედეთ ჯერ ქვევით ნიკაპიდან ლავიწამდე, მთელ კისერზე.

ნიკაპის ცენტრიდან ყბის ხაზით ყურთან გადაადგილდით.

ეს იაპონური მასაჟი რეკომენდირებულია დილით შეასრულოთ. არაა აუცილებელი უზმოზე. მასაჟი დგომზე და კისრის მდგომარეობაზე მოქმედებს.