აი, რამდენი ავოკადო შეიძლება მივირთვათ დღეში. იდეალურია კვერცხთან ერთად, წონაში დასაკლებად.

ავოკადო – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოდური ხილია. სოციალურ ქსელში აქტიურად იდება სხვადასხვა ტიპის კერძი ავოკადოსთან ერთად. ეს სასარგებლო, კვვებავი და გემრიელი პროდუქტი იდეალურად ეხამება კვერცხსაც, რომელიც ფიტნესის მოყვარულებს ასე უყვართ.

თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავოკადოსგან შეზღუდვაც საჭიროა. ყველაფერში ზომები უნდა დავიცვათ!

ბევრმა იცის, რომ ავოკადო არეგულირებს სისხლის მოძრაობას, წვავს ცხიმებს, აფროდიზიაკი და 15 ნატურალური ვიტამინისა და მინერალის წყაროა. ასევე, სტაბილურს ხდის მენსტრუალურ ციკლს და კურნავს დიზენტერიას.

ავოკადო ყველგან მოიპოვება. თუ გსურთ აღადგინოთ ვიტამინის დისბალანსი ორგანიზმში, აუცილებლად შეიძინეთ ის, რადგანაც მისი ნაყოფი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ვიტამინებს: A, C, K, PP, E, B.

მსუბუქი გემო საშუალებას იძლევა, ავოკადოზე ბევრი კერძი მოამზადონ: წასახემსებლებიდან დესერტებამდე.

ამერიკაში დიდი მოთხოვნიის გამო, ავოკადოს ხეების დარგვა დაიწყეს. მათი სიმაღლის მთავარი მოთხოვნა დრენაჟია. ამიტომაც, ნიადაგს ხელოვნურად აშრობენ. იმისთვის, რომ ბევრი ნაყოფი გამოიღოს, ხემ სიმაღლეში 4 მეტრზე მეტს არ უნდა მიაღწიოს, ამიტომაც ქიმიკატებით ამუშავებენ.

ამის გამო, ბრიტანეთის რესტორნებში ავოკადოს კერძები აიკრძალა, რადგანაც თვლიან, რომ ხელოვნური ჩარევით ისინი პლანეტას ებრძვიან.

ერთ-ერთი კაფის მფლობელმა განაცხადა: “ჩვენ გვიყვარს ავოკადო, მაგრამ ეთიკური პრობლემები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია. ამ ხილის გაყიდვა, იმის ცოდნით თა რამხელა სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მოაქვს ხალხისათვის, არასწორია.”

რა თქმა უნდა, ავოკადოსაც აქვს უკუჩვენებები.

ნებრი დიეტოლოგი ამბობს, რომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება წონის მატებას შეუწყობს ხელს.

კატეგორიულად აკრძალულია ავოკადო მათთვის, ვისაც ლატექსური ალერგია აქვს, ანუ ლატექსის მიმართ ამაღლებული მგრძნობელობა, რადგანაც ის მის შემადგენლობაშია.

ავოკადო უნდა ამოშალონ რაციონიდან მეძუძურმა დედებმა და ორსულმა ქალებმა. მისი მიღება რძის რაოდენობას შეამცირებს.

არ მიიღოთ ციტრუსულ ხილზე ალერგიის დროს.

კატეგორიულად აკრძალულია ხის ფოთლები, ასევე კურკა. მათ შესაძლოა გამოიწვიო მოწამვლა ან ალერგია. საფრთხილოა ცხოველებისთვისაც.

გაითვალისწინეთ, რომ ავოკადოს გადაჭარბებული გამოყენება არავისთვისაა მიზანშეწონილი. დღეში მხოლოდ 1 ავოკადო მიირთვით, მეტი არა. მისი სასარგებლო თვისებების კომპლექტი ნედლ მდგომარეობაშია მაქსიმალურად წარმოდგენილი, თბილი გადამუშავებისას, მცირდება.

რთულია უარყო ავოკადოს უნიკალურობა და სასარგებლო თვისებები. თუმცა არ უნდა გაერთოთ და ყოველდღიურად შეზღუდული რაოდენობით მიირთვათ. როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, საჭიროა ზომიერების დაცვა!

კომენტარის დატოვება