ადვოკატის დიეტა სპეციალურად ჭარბწონიანი ადამიანებისთვისაა შექმნილი. სახელწოდება დაკავშირებულია იმასთან, რომ ის იურიდიული განათლების მქონე დიეტოლოგმა ქალმა შეადგინა. ავტორმა გახდომის გეგმა ინტერნეტში განათავსა და გაანცხადა, რომ 40 დღეში 20 კილოს დაკლება მოახერხა.
დიეტის ეფექტურობა სხვა მომხმარებლებმაც დაამტკიცეს. თუ პროგრამის ყველა წესს დაიცავთ, 15-20 კგ-ს დაკლებას შეძლებთ.
როგორ მოვემზადოთ ამ დიეტისთვის?
კვების ეს პროგრამა საკმარისად მკაცრია და სპარტანულ მენიუს გვთავაზობს. კურსი 40 დღე გრძელდება და 10 დღიან 4 ციკლადაა გაყოფილი. ამასთან, თითოეული ციკლის რაციონი მხოლოდ დეტალებით განსხვავდება. აქტიური გახდომა პირველი და მესამე ციკლის დროს ხდება.
ადვოკატის დიეტას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები:
- კუჭის შებერილობა
- კუჭ-ნაწლავის დაავადება
- ინფექციური დაავადება
- გულის დაავადება
- ანემია
არაა რეკომენდირებული ორსულებისთვის, 18 წლამდე ადამიანებისა და მოხუცებისთვის.
იმისთვის, რომ დიეტამ შედეგი გამოიღოს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას, დაწყებამდე 1 კვირით ადრე უარი თქვით მავნე საკვებზე და სვით ბევრი წყალი.
კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია
მთელი პროგრამის მანძილზე დღეში არანაკლებ 1 ლიტრი მინერალური წყალი უნდა დალიოთ. ის დაგეხმარებათ უკეთ გადაამუშაოთ საკვები, გათავისუფლდეთ შებერილობისგან და ტოქსინებისგან.
კურსის განმავლობაში არ ჭამოთ მარილი, შაქარი, ნაღების კარაქი ან მცენარეული ზეთი. არ მიიღოთ ალკოჰოლი. უარი თქვით ფიზიკურ დატვირთვაზეც, რადგანაც ორგანიზმი საჭირო ენერგიას არ იღებს.
მენიუ:
დიეტის პირველი ნაწილი
ამ ციკლის დროს ყოველდღე უნდა მიირთვათ არაუმეტეს 250გ ბოსტნეულის სალათა სახამებლის გარეშე: კიტრი, კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა, მწვანილი.
დღე № 1: 5 გაუთლელი კარტოფილი
დღე № 2: 1 ლ უცხიმო კეფირი
დღე № 3: 500 გ ხაჭო 0 ცხიმით
დღე № 4: 4 მოხარშული თოხლო კვერცხი
დღე № 5: 1 ლ რძე 1%-ცხიმით
დღე № 6: 1 კგ მოხარშული ქათმის ფილე კანის და ცხიმის გარეშე
დღე № 7: 1,5 კგ ტკბილი ვაშლი
დღე № 8: 500 მლ კეფირი დაბალი ცხიმიანობით
დღე № 9: არაუმეტეს 500 გ წიწიბურას ფაფა
დღე № 10: პირველი დღის მენიუს გამეორება
მეორე ნაწილი
დღე № 11: 500 გ მოხარშული წიწიბურა
დღე № 12: 1 კგ მწვანე ვაშლი
დღე № 13: 500 გრამამდე ხაჭო მინიმალური ცხიმით
დღე № 14: 500 გ მოხარშული ძროხის ხორცი
დღე № 15: 500 გ ქათმის ხორცი ორთქლზე
დღე № 16: 1,5 ლ კეფირი
დღე № 17: 1 კგ გახეხილი სტაფილო
დღე № 18 1,5 კგ-მდე ვაშლი
დღე № 19: იგივე რაც მეორე ნაწილის პირველ დღეს
დღე № 20: 6 მოხარშული ქათმის კვერცხი
მესამე ნაწილი
დღე № 21: 1ლ კეფირი
დღე № 22: 0,5 კგ-მდე მჟავე ვაშლი
დღე № 23: 400 კგ-მდე ხაჭო
დღე № 24: 5 ქათმის კვერცხი, მაგრად მოხარშული
დღე № 25: არაუმეტეს 1 ლ კეფირი
დღე № 26: 250 გ უცხიმო ხაჭო
დღე № 27: 1 კგ-მდე გახეხილი სტაფილო
დღე № 28: 4 დიდი ბანანი
დღე № 29: 500 გ წიწიბურას ფაფა
დღე № 30: 5 მოხარშული კვერცხი
მეოთხე ნაწილი
დღე № 31: 1ლ კეფირი
დღე № 32: ვაშლი რაციონი — 1 კგ
დღე № 33: 500 გრამამდე ხაჭო
დღე № 34: 0,5 კგ მოხარშული უცხიმო ხორცი – ხბოს, საქონლის.
დღე № 35: 1 კგ მოხარშული ქათმის მკერდი
დღე № 36: 1,5 ლ 1%-იანი კეფირი
დღე № 37: გახეხილი სტაფილო — 1 კგ
დღე № 38: 1,5 კგ ვაშლი
დღე № 39: 500 გ მოხარშული წიწიბურა
დღე № 40: 6 მოხარშული ქათმის კვერცხი
როგორ გამოვიდეთ დიეტიდან სწორად?
40 დღიანი ზუსტი დაცვის შემდეგ, დიეტიდან ფრთხილად გამოდით, ოდნავ მოუმატეთ საკვების და საკმაზების რაოდენობას. სვით ბევრი წყალი.