მუდმივი სიმშრალე თვალებში – გავრცელებული სინდრომია – რატომ შრება თქვენი თვალები და რა გავაკეთოთ?

მშრალი თვალების სინდრომი ანუ მშრალი კერატოკონუქტივიტი წარმოადგენს მთავარ თვალის დაავადებას, რომელიც ცრემლების გამოყოფის შემცირებას ან აორთქლების გახშირებას იწვევს. მისით მოსახლეობის 5-6%-ია დაავადებული და ზოგიერთ ცხოველსაც სჭირს.

მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები

ის შეიძლება მოიცავდეს:

  • ტკივილი, ქავილი ან თვალების წვა
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
  • გაწითლება, თვალების დაღლა.
  • დაბინდული მხედველობა.
  • თვალებში ქვიშის შეგრძნება

რატომ ჩნდება

ცრემლები ერთგვარი საპოხი მასალაა, რომელიც თვალების კომფორტს, ჯანმრთელობას და მტვერის თუ სხვადასხვა სახის დაბინძურებისგან გასუფთავებას უზრუნველყოფს.

სიმშრალის შეგრძნება მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ცრემლთა სისტემაში მარცხი მოხდა, ის მოიშალა. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:

  • დაბერების ბუნებრივი პროცესი, მენოპაუზა.
  • დაავადებები, რომლებიც ცრემლის გამოყოფაზე ახდენენ გავლენას, მაგალითად რევმატული ართრიტი ან შეგრენის სინდრომი.
  • ზოგიერთი წამლის გვერდითი ეფექტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები.
  • პრობლემები, რომლებიც თვენს ქუთუთოებს ჩვეულ ფორმაში დახურვის საშუალებას არ აძლევს.

როგორ გავთავისუფლდეთ ამ სინდრომისგან და როდის მივმართოთ ექიმს?

არსებობს რამდენიმე ქმედება, რომელთა მეშვეობითაც მკურნალობას ჩაიტარებთ:

  • ჰაერის დამატენიანებლის ყიდვა (მშრალი ჰაერი პრობლემას აძლიერებს)
  • ხელოვნური ცრემლების წვეთების ყიდვა (გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან)
  • ცრემლსადენი ჯირკვლის ცირკულაციური ლაზერსტიმულაციის ჩატარება.
  • თანმხლები ავადმყოფობების მკურნალობა, რომელსაც მშრალი თვალების სინდრომთან მივყავართ.
  • სამსახურში, კომპიუტერთან მუშაობისას რეგულარული შესვენებების კეთება.

თუ მშრალი თვალები ხელს გიშლით შეასრულოთ ყოველდღიური სამუშაოები და ძლიერ დისკომფორტს იწვევს, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. შესაძლოა ოკულისტმა ან ოფთალმოლოგმა სხვა სპეციალისტთან გაგგზავნონ, რომელიც ამ სინდრომისთვის განკუთვნილ მკურნალობას დაგინიშნავთ.