თვალები სულის სარკეა და არავერბალური ურთიერთობის დიდი ნაწილი მათ გამოხატულებაზეა დამოკიდებული. თვალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ჩანს მასთან მდებარე ნაოჭებიცა და მუქი წრეებიც დამღლელი დღის შემდეგ. თვალის გარშემო არსებული კანი დელიკატურ მოპყრობას ითხოვს.
ამ ადგილას კანის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურება სახე მთლიანად. ჩვეულებრივი კრემები და სკრაბები ზიანის მომტანია, წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ რეცეპტებს.
კრემი ქუთუთოებისთვის
როგორც იცით, პირველი ასაკობრივი ნიშნები სწორედ ქუთუთოებზე ჩნდება. ისინი შესამჩნევი ხდებიან უკვე 25 წლის ასაკში, თუმცა პროცესის შეფერხება და უკან დაწევა რესურსების სწორი გამოყენებით შეგვიძლია.
პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ, რომ ნატურალური კოსმეტიკა მთავარი კოზირია. ის არ იწვევს მიჩვევას, არ გამოირჩევა უეცარი რეაქციებით და არ გაყენებთ ზიანს.
მეორე რიგში მნიშვნელოვანია რეცეპტის შერჩევა. თუ მშრალი კანი გაქვთ, გაექეცით ნიღბებს ლიმნის წვენით, თუ ცხიმიანი გაქვთ ფრთხილად იყავით ზეთის დამატებასთან. ქუთუთოებისთვის განკუთვნილი სახლში მომზადებული ნიღბების დიდხანს შენახვა არ შეიძლება, რადგანაც ნატურალურ პროდუქტებს შეიცავენ. წარმოგიდგენთ კიტრის ნიღბებს, რადგანაც ის უნივერსალური პროდუქტია.
არაჟნიანი
დავიწყოთ დატენიანებით, ეს ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება კანის ნაწილებს. რაც უფრო დატენიანებული გაქვთ, მით უფრო ნაკლებად გამოგიშრებათ.
დაგჭირდებათ:
- არაჟანი — 2 ს.კ.
- გახეხილი კიტრი — 2 ს.კ.
აურიეთ და დაიდეთ თვალის გარშემო მინიმუმ 15 წუთით.
მცენარეული
კვლავ კიტრი. ის ისევე უხდება დატენიანებას, როგორც ალოე.
დაგჭირდებათ
- კიტრი — 1 ს.კ
- პიტნა — 1 ჩ.კ.
- რეჰანი — 1 ჩ.კ.
ყველა მწვანილი ახალი უნდა იყოს. დაჭყლიტეთ რაც შეგიძლიათ წვრილად. აურიეთ კიტრთან ან ალოეს წვენთან და რამდენიმე საათი ცივ ადგილას დადგით.
თაფლის
სახისთვის ღია, ნათელი ფერის მიმცემი ნიღაბი ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. თაფლი და კიტრი ბუნებრივ გამღიავებლებად ითვლებიან.
დაგჭირდებათ:
- გახეხილი კიტრი — 1 ს. კ.
- თაფლი — 1 ჩ. კ.
თაფლი ნსუბუქად გამოკვებავს სახეს, კიტრი კი გახმობისგან დაიცავს.
ეს 3 სასარგებლო რეცეპტი პირველი ასაკობრივი ნიშნებისგან გიხსნიან და ნაოჭების გაჩენის რისკს შეამცირებენ, ასევე სახეს ჯანსაღ იერს მიანიჭებენ.
დაიმახსოვრეთ რომ მხოლოდ ლიმონი არ გამოაშრობს კანს. ერიდეთ კოსმეტიკური თიხის შემცველ კრემებს. ისინი იდეალურად ერგებიან სახის კანს მაგტამ ქუთუთოებზე მათი წასმა მავნებელია. ნაზი ადგილია და დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებს.