რა მოსდის სხეულს თუ 28 დღის განმავლობაში ალკოჰოლი არ მიგიღიათ

სტატისტიკის მიხედვით რიგითი ადამიანი სტანდარტული შემოსავლით წელიწადში 9.5 ლიტრა ალკოჰოლს სვამს. მათ უყვართ დროის გატარება მეგობრებთან ერთად და რამდენიმე ჭიქის დალევა ან სტრესისგან თავის დასაღწევად, ძილის წინ წითელი ღვინის მირთმევა. რა მოხდება 4 კვირა ალკოჰოლს რომ არ გავეკაროთ?

კვირა 1

  • მადა იზრდება. ალკოჰოლის სმის დროს ადამიანი ბევრს მიირთმევს, რასაც ეჩვევა და სმის შეწყვეტის შემდეგ ისევ სურს სულ რაღაც მიირთვას. ამიტომაც, სჯობს საკვები წვენების და ხილით ჩაანაცვლოთ როცა ალკოჰოლზე უარს იტყვით.
  • ტკბილი საკვების მიმართ ლტოლვა იზრდება.

  • ადამიანი, ვინც ძილის წინ ჩაძინების მიზნით ჭიქა ალკოჰოლის დალევას მიჩვეულია, თავიდან ჩაძინება გაუჭირდება, მაგრამ ნელ-ნელა ძილის ხარისხი გაუმჯობესდება და კოშმარებს აღარ დაინახავს. დალევისას ადვილად იძნებთ, მაგრამ რეალურად ცუდად გძინავთ.
  • თავიდან შესაძლოა გქონდეთ თავის ტკივილები, რასაც ალკოჰოლისგან განთავისუფლება იწვევს.

კვირა 2

  • ღვიძლი იწყებს აღდგენას. თუმცა, ეს ნელი პროცესია. რაც უფრო ცოტას სვამს ადამიანი, მით უფრო სწრაფად აღუდგება ორგანოები.
  • კიდევ ერთი მოტივატორი კანის ფერის შეცვლაა. ალკოჰოლი კანში ოქსიგენის ნაკლებობას იწვევს.

  • საჭმლის მონელება ვითარდება.
  • შესაძლოა ადამიანები თავიდან ენთუზიაზმით იყვნენ აღსავსენი, მაგრამ მეორე კვირაში უკვე ნებისყოფა და მოტივაცია სჭირდებათ.

კვირა 3

  • ალკოჰოლის სმის ნიშნები – მუქი წრეები თვალების გარშემო და შეშუპება სახეზე ქრება.
  • უფრო ადვილი ხდება დილით ადგომა. ძილის ციკლი ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება.

  • უმჯობესდება კბილების მდგომარეობა. მაგრდება და მცირდება კარიესის წარმოქმნის რისკი.
  • ალკოჰოლი გემოს რეცეპტორებსა და ყნოსვაზე მოქმედებს. ამ დროისთვის ეს შეგრძნებები უმჯობესდება.

კვირა 4

  • თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, სხეულის მასა მცირდება. რაც უფრო დიდხანს არ დალევს ადამიანი, მით უფრო მეტ კილოგრამს დაიკლებს.
  • გულის დაავადებების წარმოქმნის რისკი მცირდება.
  • კანი უფრო სუფთა ხდება. აკნე და გაღიზიანება ქრება. წყლის ბალანსი რეგულირდება, პიგმენტური ლაქები ფერმკრთალდება.
  • ადამიანები უკეთ ფიქრობენ და მუშაობენ. სმის დროს ადამიანის ტვინის უჯრედები კვდება. მისი შეწყვეტისას კი მდგომარეობა უმჯობესდება.