სილამაზე შიგნიდან მოდის და ქალის ჰორმონალურ ფონზეა დამოკიდებული. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ესტროგენები გარეგნულ იერსახეზე, მგრძნობელობაზე და ხასიათზე მოქმედებენ. მათ ახალგაზრდობის ჰორმონებს უწოდებენ. როგორც კი მათი რაოდენობა ეცემა, იწყება წონის, მენსტრუალური ციკლის, კანის მდგომარეობის და თვითშეფასების პრობლემები.
სასარგებლოა მიიღოთ ისინი კვების პროდუქტებისგან.
ესტროგენებით მდიდარი საკვები
სელის მარცვლები
ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი საუკეთესოა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ორგანიზმის გაწმენდისთვის.სელის მარცვლების მიღება საჭიროა დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, როგორც ქატო. შეგიძლიათ დაამატოთ ფაფებსა და დესერტებში. ორგანიზმისთვის მაქსიმალური ნორმა დღეში არაუმეტეს 2 სუფრის კოვზია.
პროფილაქტიკისთვის საკმარისია 1ჩ.კ. მარცვლები დღეში.
პარკოსანი
ქალებისთვის სასარგებლოა ბარდა, ლობიო, სოიო და მუხუდო. სოიო ფიტოესტეროგენებსაც შეიცავს.
ოსპში ბევრი ცილაა, სეროტინის გამომუშავებას უწყობენ ხელს და დეპრესიისგან გვიცავენ. მოამზადეთ მისგან ფაფები, სუპები და სალათები.
ყავა
რამდენიც არ უნდა იდაონ ყავის მავნებლობაზე, ის ქალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დალიეთ სუფთა სახით ან დარიჩინით, დღეში არაუმეტეს 300მლ. ქალები, რომლებიც ყავას ყოველდღე სვამენ, ესტეროგენის ხარისხი 70%-ით მაღლა აქვთ, ვიდრე სხვებს. მაგრამ, ეს გახდომას უშლის ხელს და დიეტის შემთხვევაში ყავა რაციონიდან ამოიღეთ.
ატამი
ატამში შემავალი ნივთიერებები ქალის ჰორმონალურ ფონზე დადებითად მოქმედებენ. ის მთავარი კერძია მთელი წლის მანძილზე. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ნედლი, ისე გამხმარი.
მცენარეები/ბალახი
ბალახი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. ესტეროგენებით მდიდარნი არიან: შალფეი, გვირილა, სვია, ცაცხვი, არნიკა და ძირტკბილა. დალიეთ მათი ნახარში ან დაამატეთ ჩაიში და დიდხანს დარჩებით ახალგაზრდა.
ესტეროგენის შემცველი პროდუქტეი ქალის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებენ. შეიტანეთ ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ დიდი რაოდენობითაც არ მიიღოთ.