პარაფსიქოლოგი სერგეი ლაზარევი: “გსურთ ჯანმრთელები იყოთ? მაშინ არასდროს გააკეთოთ ეს.”

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის სერიაა “კარმის დიაგნოსტიკა”. მისი ავტორი სერგეი ნიკოლაევიჩ ლაზარევია. ამ და მის სხვა წიგნებში მკითხველი თავის სულიერებაში გაერკვევა და იპოვნის პასუხებს საკმაოდ რთულ შეკითხვებზე. რატომაა, რომ ერთი ადამიანი სიცოცხლით და ძალებით სავსეა, მეორე კი შეწუხებული და ავად? ერთი ბედის რჩეულია, მეორე უიღბლო. რაშია ჯანმრთელობის და ბედნიერების საიდუმლო?

ის, რომ წიგნს კითხულობენ, ნიშანია – ბევრმა ადამიანმა დაიწყო სიბოროტის წყაროს მოძიება და საკუთარ თავზე ყურადრების გამახვილება.

მსოფლმხედველობასა და გარშემო არსებულ მოვლენებს შორის კავშირის დამყარებისას, სერგეიმ ბევრი საოცარი აღმოჩენა გააკეთა.

კარმის დიაგნოსტიკა

წარმოგიდგენთ ლაზარევის 11 საუკეთესო ციტატას:

რეალურად შეცვალო სიტუაცია შენს გარშემო შეგიძლია მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლით. პირველი რაც უნდა გააკეთო: უარი თქვა სიტუაციის მართვის სურვილზე. გაიგო, რომ სიტუაცია, რომელიც თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, სინამდვილეში თქვენზე მუშაობს.

ადრე არ მესმოდა რატომ არსებობს კულტურაში წესი, რომელიც ჭამის დროს კითხვას გვიკრძალავს. თურმე, საჭმელი წიგნთან, ტელევიზორის ეკრანთან, პოლიტიკური და ოჯახური პრობლემების განხილვით, ადამიანის სულს ტრავმას აყენებს, იმიტომ რომ, ჭამის დროს ინფორმაცია თავისუფლად ხვდება არაცნობიერში.

ნებისმიერი დაავადება, იქნება ეს ორგანიკის თუ ფუნქციონალური დარღვევა, სულში განვითარებულ აგრესიას ამუხრუჭებს.

გსურთ რჩევა, როგორ იყოთ ჯანმრთელები და დიდხანს იცოცხლოთ? არასდროს, არავის და არაფრის მიმართ არ წამოაყენოთ პრეტენზიები. არც ბედის, არც ღმერთის, არც ხალხის, არც წარსულის.ჩვენს შიგნით ნებისმიერი პრეტენზია იმის განადგურებას ემსახურება, რისკენაც მიისწრაფვით.

ხშირად ვაძლევთ თავს უფლებას ცუდად ვილაპარაკოთ ხალხზე, საკუთარ თავზე, ჩვენს ბედზე. ეს თვისება ადამიანს ანგრევს.

ყოველთვის პირველები ვაღმერთებთ მას, ვინც მოგვიანებით საკუთარი ქმედებით გვაწყენინებს.

ქრისტეს 10 მცნება მიმართულია ჩვენი ემოციების მიმართ. “თუ მარცხენა ლოყაზე დაგარტყეს, მარჯვენა მიუშვირეთ” – ეს ფიზიკური დაცულობის უარყოფა კი არაა, ეს ნიშნავს, რომ საპასუხო აგრესია ჩვენში არ უნდა ბუდობდეს.

დაიწყეთ იმის შეგრძნება, რომ ყოველ წუთას, რაც თქვენს გარშემოა, შეიძლება გაქრეს. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამხილოთ, მიგატოვოთ, შეურაცხყოფა მოგაყენოთ, ან გარდაიცვალოს. წოველ წუთს შეიძლება თქვენც გარდაიცვალოთ. მაშინ პრეტენზიები გაქრება და სიყვარული დარჩება. თვენი სიყვარულის გრძნობა არაფერზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ნებისმიერი მკურნალობის მეთოდი, რომელიც ადამიანის სულიერ განვითარებაზე არ ახდენს გავლენას, დეგრადაციას იწვევს.

ცნობიერებით, ლოგიკით, საყვედურით, მოთხოვნებით ადამიანების აღზრდა არარეალურია. იგრძენით აბსოლიტური შინაგანი დაცულობა. მოიშორეთ ყველაფერი სიყვარულის გარდა.

თუ ვიღაც აგრესიას გამოავლენს ჩემს მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ჩემს სულშიც ანალოგიური პროგრამაა. მე მას გავაქრობ და თავდასხმაც ავტომატურად შეწყდება. აგრესიის ნებისმიერი ფორმა შეუძლებელია, თუ ჩემს სულში ანალოგიური პროგრამა არ არსებობს.

ერთ-ერთ წიგნში ლაზარევი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი, რაც უწერია, 4 მარტივ წესს უკავშირდება:

  1. ყოველთვის და ყველგან შეინარჩუნოთ სიყვარული ღმერთის მიმართ და გააფართოვოთ ის.
  2. ყველაფერში ხედავდეთ და გიყვარდეთ ღმერთი, იგრძნოთ მაღალი ნება.
  3. არ ეძებოთ დამნაშავეები.
  4. მიიღოთ სამყარო და ხალხი ისეთები, როგორებიც თავად ხართ. სამყარო მოდის სიყვარულით, ივსება სიყვარულით, მიდის სიყვარულით და ხდება სიყვარული.