გასახდომი პროდუქტები

ყველა ტიპის ფიგურას თავისი უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველა იდეალურისკენ მივისწრაფვით. ზედმეტი წონა აფუჭებს არამხოლოდ გარეგნობას, არამედ ის მავნეა ჯანმრთელობისთვისაც. როგორ გავხდეთ? პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ კვებას.

ტანადი და ჯანმრთელი რომ გახდეთ, აუცილებელი არ არის, უარი თქვათ საჭმელზე. არსებობს განსაკუთრებული პროდუქტები, რომლებიც წვავენ ცხიმს, აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან.

რა უნდა ვჭამოთ, რათა წონაში დავიკლოთ

1. იოგურტი, მაწონი, კეფირი, ხაჭო

ეს რძის პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ჰორმონ – კალციტრიოლს, აგრეთვე დიდი რაოდენობით ცილას. რძის შრატში არის პროტეინი, რომელიც შლის კანქვეშა ცხიმს. უპირატესობა უცხიმო რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.

2. შვრიის ფაფა

შვრია აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას, ამიტომ ძალიან სასარგებლოა გახდომის მსურველთათვის.

3. იმბირი

ეს პროდუქტი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, წვავს ცხიმებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

4. კომბოსტო

მისი ყველა სახეობა დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც წმენდს ორგანიზმს. ეს დაბალკალორიული პროდუქტი საუკეთესო ვარიანტია შიმშილის ჩასახშობად.

5. კიტრი

კიტრში 95% წყალია და კალორიების უმცირესი რაოდენობა. გასახდომად აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ამიტომ კიტრი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია.

6. დარიჩინი

ის შლის ცხიმებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს შაქარს სისხლში. უბრალოდ დაამატეთ ეს სანელებელი სასმელებს, ან ნამცხვრებს.

7. გრეიფრუტი

ეს სასარგებლო ხილი აქვეითებს ინსულინის დონეს. მის მწარე ნაყოფში არის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს გახდომას.

8. მწვანე ჩაი

ნამდვილი სამკურნალო ელექსირი, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს აჩქარებს. მასში შემავალი ნივთიერებები შლის შინაგანი ორგანოების გარშემო არსებულ ცხიმსაც კი.

9. ჟოლო

მიირთვით რამდენიმე კენკრა ჭამის შემდეგ და ტანადი გახდებით. ეს დაბალკალორიული პროდუქტი დადებით გავლენას ახდენს ფიგურაზე.

10. მდოგვი და პირშუშხა 

მწარე საკვები კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სასარგებლოა საჭმლის უკეთ მონელებისთვის.

11. ნუში

ეს პროდუქტი ორგანიზმს ცილებით ამდიდრებს, ხოლო ნუშში შემავალი ცხიმები, პრაქტიკულად, არ შეიწოვება.

12. ლობიო

საუკეთესო ცილოვანი საკვები გასახდომად, რომელიც თითქმის აშრობს სხეულს.

13. წითელი ღვინო

ნივთიერება რესვერატროლი, რომელსაც ღვინო შეიცავს, ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების რეცეპტორებს და ანელებს მათ განვითარებას.

14. მსხალი და ვაშლი

დაბალკალორიული ხილი, რომელიც ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებით და მუხტავს მხნეობით მთელი დღის განმავლობაში.

როგორც ხედავთ, შიმშილი სულ არ არის აუცილებელი ზედმეტი წონის დასაკლებად. ყველა ზემოჩამოთვლილი პროდუქტი მისაწვდომია და გემრიელი, მათი კომბინირება კი სხვადასხვა კერძში შეიძლება.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება