კანი ცვლილებები დაბერების ერთ-ერთი ნიშანია. ასაკს ნაოჭები და დალექილი კანი გასცემს. კანის პიგმენტური ლაქები, ფორების გაფართოება და აჭრელებული ფერი – ესთეტიკური დეფექტია, რომელიც ქალებს კომპლექს უჩენს. ისინი შეიძლება გამოიწვიოს მზემ, ორსულობამ, სტრესმა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა და სხვა.
წარმოგიდგენთ სახის ეფექტურ ნიღბებს, რომლებიც მსგავს პრობლემებს მოგაშორებენ და კანის რელიეფის აღდგენაში დაგეხმარებიან. ყველა მათგანი ხელმისაწვდომი ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. მთავარია იმოქმედოთ რეგულარულად.
ასაკობრივი ლაქები სახეზე
სტაფილოსა და ვაშლის ნიღაბი
გახეხეთ სტაფილო. ათქვიფეთ 1 ქათმის კვერცხი და დაუმატეთ 1ჩ.კ. გახეხილი სტაფილო. აურიეთ. წაისვით სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე მასაჟური მოძრაობებით. დაიტოვეთ 30 წთ შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. დაიდეთ დამატენიანებელი კრემი ან ნუშის ზეთი.გაიკეთეთ ნიღაბი ყოველდღე 10 დღის მანძილზე, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კვირაში 2-3ჯერ გააგრძელეთ. 1 თვის შემდეგ ლაქები გაქრება, კანი დაიჭმება და ჯანსაღ იერს მიიღებს.
ნიღაბი ოხრახუშით
კანის კარგი იერისთვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანეთ ოხრახუში. ის გარეგანი გამოყენებისთვისაც გამოდგება. ეფექტური ნიღბის დასამზადებლად აურიეთ 1 ჩ.კ. დაჭყლეტილი ოხრახუში, 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი და 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დაიდეთ მასა სახეზე ნელა, დაიტოვეთ 20წთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი კრემი. სჯობს საღამოს გაიკეთოთ ლიფტინგის ეფექტისთვის, ის კვებავს კანს. თუ ცხიმიანი ან ნორმალური კანი გაქვთ, დღეგამოშვებით გაიკეთეთ, თუ მშრალი, მაშინ კვირაში ორჯერ საკმარისია.
ბანანი ნიღაბი
დაიდეთ ბანანის პიურე სახეზე 20-30 წუთით. დაიბანეთ ცივი წყლით. აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. ბანანი მსუბუქი პილინგივით მუშაობს: პიგმენტურ ლაქებს აქრობს.შეგიძლიათ ის კვირაში რამდენჯერმე გაიკეთოთ. კანი ერთ ტონალობაში გადავა და დასვენებულის იერს მიიღებს. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს ცოტაოდენი ნატურალური არაჟანი დაუმატეთ.
ბადრიჯნის ნიღაბი
ბოსტნეულის სეზონზე ეს ნიღაბი ცადეთ. მარლაზე გაჟღინთეთ ახლადდაწურული ბადრიჯნის წვენით ან მისგან მომზადებული პიურეთი. დაიდეთ მარლა სახეზე 20 წუთით. პროცედურის შემდეგ, თბილი წყლით დაიბანეთ. სასურველი ეფექტისთვის ყოველდღე დაიმზადეთ. 3 კვირის შემდეგ ლაქები გაქრება.
ნატურალური კომპონენტები კანის მდგომარეობას გააუმჯობესებენ და პრობლემებსაც ეფექტურად დაამარცხებენ.