,,საჭიროა ვიკვებოთ, რათა ვიცოცხლოთ, და არა ვიცოცხლოთ კვებისთვის” – ამ ცნობილ გამოთქმას მიჰყვებიან ნუტრიციოლოგები. ყველა ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მენიუ, რათა სწორი კვება ეფექტური შედეგის მომცემი იყოს.
თუმცა არსებობს ზოგადი წესებიც, რაზეც ყველა პროფესიონალი თანხმდება, როდესაც საქმე ეხება დიეტას და კვების სწორ რაციონს. არ ღირს თითოეულ კალორიაზე ჩაციკვლა, პორციების რაოდენობის განსაზღვრა ამის გარეშეც შესაძლებელია.
საკვების ერთი პორცია უნდა იყოს დაახლოებით ერთი მუჭისხელა. ან მაქსიმუმ სამი, თუკი ხილისა და ბოსტნეულის სალათებს მივირთმევთ, რაც, ვიცით, რომ დაბალკალორიულია.
როგორ დავიკლოთ 5 კილო ერთ თვეში
,,აკრძალულ” ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ ფასტ ბუდი და გაზირებული სასმელები, სია დიდია:
1. შეცვალეთ ჩვეულებრივი პური მსხვილად დაღერღილი ხორბლის პურით
პურ-პუნთუშეულის განყოფილებაში დღეს მეტი არჩევანია. თეთრი და სერი პურის ნაცვლად ბევრად სასარგებლო პურის ყიდვაა შესაძლებელი. რაც მეტი უჯრედისია პურში, მით უკეთესია. იდეალურია, თუკი ის გამომცხვარი იქნება უსაფუარო.
2. შეცვალეთ ყავა და შავი ჩაი ბახალისა და მწვანე ჩაით
გათავისუფლდით დამოკიდებულებისგან. ყავა ხელოვნური ენერგეტიკია, რომელზე მიჩვევასაც იწვევს აპათია. ყავა უარყოფითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, ჰორმონულ ფონზე და მეტაბოლიზმზე.
3. უზმოზე დალიეთ ლიმონიანი წყალი
ის აამუშავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გაამხნევებს ორგანიზმს. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, წვენი – ნახევარი ლიმონის.
4. შეიტანეთ რაციონში კაკალი და სასარგებლო ცხიმები
ცხიმებზეა დამოკიდებული კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობა. გამოიყენეთ ნიგოზი, ნუში, ზეითუნის, სელის, მზესუმზირას, გოგრის ზეთი. ასევე ნაღების კარაქი.
5. შეცვალეთ მარილი ,,ექსტრა” ზღვის მარილით ან ჩვეულებრივი მსხვილი მარილით კონსერვანტების გარეშე.
6. თანდათან შეცვალეთ ხორცი თევზითა და ქათმით.
ხორცი საკმაოდ მძიმე პროდუქტია, თუმცა ცილის წყაროა. არსებობს ალტერნატივა: ცილის მიღება თევზისა და ფრინველისგან. იდეალურ შემთხვევაში ფრინველიც შეგიძლიათ შეცვალოთ პარკოსნებით, კვერცხითა და მზესუმზირით.
7. ზეფირის, კანფეტისა და მარმელადის ნაცვლად მიირთვით ჩირი და შავი შოკოლადი
შაქარი იწვევს დამოკიდებულებას და აზიანებს ჯანმრთელობას. გიყვართ ტკბილი? მიირთვით ფინიკი, კურაგა, ლეღვის ჩირი, ერთი ნატეხი შავი შოკოლადი დღეში.
8. გაზარდეთ ბორციებში ბოსტნეულის რაოდენობა და შეამცირეთ ცომეული და მარცვლეული.
უპირატესობა მინიჭეთ გადაუმუშავებელ ბურღულეულს: ბრინჯს, წიწიბურას, ქერს. შვრიის ფანტელები, სჯობს, გამოიყენოთ არა ექსტრა.
9. ალკოჰოლის მიღება მინიმუმამდე დაიყვანეთ
მას კარგი არაფერი მოაქვს: შეშუპება, დამოკიდებულება, მეტაბოლიზმის დარღვევა…
თუ დაიცავთ ამ წესებს, პირველ თვეში დაიკლებთ 5 კილოს ყოველგვარი დიეტის გარეშე. დიეტის დაცვა არც ღირს, რადგან მისი დამთავრების შემდეგ წონა ბრუნდება. მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის საჭიროა შეცვალოთ კვებისადმი დამოკიდებულება.
წონის კლება პროპორციული რომ იყოს, საჭიროა, სწორ კვებას ვარჯიშებიც დავუმატოთ – კუნთების ყველა ჯგუფისთვის. ყველაზე კარგია კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშები, თუ ფიზიკურად მზად ხართ. თუ ნაკლებად ხართ – დაიწყეთ იოგის ან პილატესის საფუძვლებით.