სხეულის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები მანტეკ ჩიასგან

ჯანმრთელი ხერხემალი და თირკმელები – მთელი ორგანიზმის ახალგარზდობის გასაღებია. შინაგან ორგანოებს არ შეუძლიათ ნორმალური ფუნქციონირება, თუკი ხერხემალი არ იქნება წესრიგში. ამიტომ ყველას აინტერესებს, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა.

დაოსელი მასწავლებელი, ციგუნის ოსტატი – მანტეკ ჩია – ამტკიცებს, რომ ზურგის გასამაგრებელ ვარჯიშებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანი ორგანიზმისთვის. ის დადებითად მოქმედებს წელის მიდამოზე და აჯანსაღებს თირკმელებს. არეგულირებს ხერხემლის მდგომარეობას, სწორი დგომის პოზას.

სწორად დგომის გამომუშავება

ეს ვარჯიშები, რომლებსაც მანტეკ ჩია გვასწავლის, მარტივია. სამაგიეროდ, აუმჯობესებს ღვიძლის, ფილტვების, თირკმლების, კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ვარჯიში მხოლოდ სამია და ძალიან მოკლე. მათი შესრულება ყველგან და ყოველთვის შეიძლება.

1. წელისა და თირკმლების განმტკიცება

ეფექტი: ხელს უწყობს წელის გამაგრებას და თირკმლების გაჯანსაღებას. გვეხმარება სხეულის დაბალანსებაში.

როგორ შევასრულოთ: დადექით სწორად, ტერფები ერთად, ფეხის თითები წინ. დახარეთ ტანი წინ და ქვემოთ, მუხლების მოხრის გარეშე. სახე იყურება ზემოთ. თითები სწვდება იატაკს. შეიგრძენით წელის კუნთების დაჭიმვა. გაჩერდით ასე 10 წამი. შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ ექვსჯერ.

2. ზურგის გასწორება

ეფექტი: აკორექტირებს სწორად დგომას, უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოს კვებას, აახალგაზრდავებს თვალს, ამაგრებს ზურგს, ხსნის გულ-მკერდს. აუმჯობესებს სისხლში ჟანგბადის ცირკულაციას.

როგორ შევასრულოთ: გაიჭიმეთ და ნელა გადახარეთ კეფა უკან. გაჩერდით ასე 15 წამი, თან თანაბრად და მშვიდად ისუნთქეთ. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.

3. ხერხემლის ზემოთ გაჭიმვა

ეფექტი: ზრდის ფილტვების მოცულობას და აიოლებს სუნთქვას, აუმჯობესებს ღვიძლის, კუჭის, თირკმლებისა და ნაწლავების მუშაობას, ასტიმულირებს სასქესო ორგანოებს. ხსნის დაღლილობას.

როგორ შევასრულოთ: დადექით სწორად, ფეხები 30 სმ-თი დააშორეთ ერთმანეთს. ხელის თითები გადააჯვარედინეთ. გააკეთეთ ნელი, ღრმა ჩასუნთქვა. ხელები თავს ზემოთ ასწიეთ, ხელისგულებით მაღლა. ეცადეთ დადგეთ ფეხისწვერებზე. მზერა მიმართეთ პირდაპირ ან მაღლა. ამოსუნთქვისას ხელები დაბლა ჩამოუშვით. გაიმეორეთ ექვსჯერ.

სწორად დგომის კორექცია ამ ვარჯიშებით მარტივად მიიღწევა. მოქმედი მეთოდია უარყოფითი ემოციების დადებითად გარდაქმნისთვის, სხეულის გათავისუფლებისთვის მტკივნეული დაძაბულობისგან, ორგანოების გაახალგაზრდავებისთვის.

გახსოვდეთ, მჯდომარე და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების ნირი პირდაპირი გზაა დაბერებისაკენ და მთელი ორგანიზმის დაძაბუნებისთვის.

ხანდაზმული ასაკი არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ თქვენს თავზე და ელოდოთ ცხოვრების დასასრულს. არ დაიზაროთ და დღეიდან დაიწყეთ ეს მარტივი ვარჯიშები, მალე იგრძნობთ შვებას.

კომენტარის დატოვება