ის 50 წლის არის, ფეხები კი 20 წლის გოგოსავით აქვს, აი მისი საიდუმლო

ფეხები დიდხანს რომ დარჩეს ახალგაზრდა, საჭიროა, სულ ცოტა: მისი რეგულარული მოვლა. არაფერია რთული და ძვირადღირებული.

ქუსლებზე ნახეთქები არამხოლოდ ულამაზოა, არამედ სიარულის დროს ძლიერ ტკივილს იწვევს. ყველაფერი იწყება წვრილი ნახეთქით და თანდათან ის ხდება ღრმა, ინფიცირდება. ამიტომ დრო არ დაკარგოთ, დღესვე დაიწყეთ ფეხების მოვლა.

არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც ახალგაზრდა და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ფეხების მოვლა

ჩაალბეთ ფეხები 15 წუთით ტაშტში, ან გაიკეთეთ აბაზანა ფეხის დასაორთქლად. ეს დაარბილებს კანს ქუსლებზე და გააუმჯობესებს მის კვებას. სასურველი ეფექტის მისაღებად აბაზანაში შეგიძლიათ დაამატოთ ნუშის, ატმის, ან ზეითუნის ზეთი, ვიტამინი A და E, სოდა, ზღვის მარილი, სმკურნალო ბალახები.

აბაზანის შემდეგ გამოიყენეთ პემზა. ქუსლი მსუბუქად გაიხეხეთ, წრიული მოძრაობებით.

ამ პროცედურების ჩატარება არ ღირს ძალიან ხშირად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მატება.

გაუხეშებული კანის მოცილების შემდეგ ფეხი რბილდება. ამის შემდეგ კიდევ უნდა გადადგათ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

გაიშრეთ ფეხები კარგად, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ლოსიონისა და კრემის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩაიტაროთ პაკეტების პროცედურა. გაავსეთ შესაბამისი ზომის პაკეტი ქოქოსის ზეთით ან სხვა დამატენიანებელი საშუალებით, ჩაიცვით ფეხებზე და დაყავით ასე 10-15 წუთი.

როცა ფეხებს გაიშრობთ, ის მიიღებს ჯანმრთელ და მოვლილ შესახედაობას. შეგახსენებთ, რომ ყველა ეს პროცედურა შედეგს არ მოგცემთ, თუ არ მოიხმართ სწორ ფეხსაცმელს. შეეცადეთ, უარი თქვათ მჭიდრო ფეხსაცმელზე მაღალი ქუსლებით.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს თავის საშუალებებს ქუსლების მკურნალობისა და მოვლისათვის. ტერფების გაუხეშების, ოფლიანობისა და ნახეთქების წინააღმდეგ შემოწმებული საშუალებაა ასპირინისა და არყის ნარევის გამოყენება. აიღეთ 10 ტაბლეტი ასპირინი, დაფხვენით. შეურიეთ 250 მლ არაყს, დადგით ნაყენი ბნელ, გრილ ადგილად 5 დღით.

შემდეგ გაჟღინთეთ ნაყენით ბინტი და შემოიხვიეთ პრობლემურ ადგილებში მთელი ღამით. დილიდან მოიხსენით კომპრესი, გადაივლეთ ფეხზე წყალი, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ფეხის კანის რეგულარული მოვლა საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა ნახეთქები ქუსლებზე.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

 

 

კომენტარის დატოვება