ჩამოიბანეთ ფეხებიდან დაღლილობა! ჩაყავით ფეხები 20 წუთით ამ ხსნარში და გაათავისუფლეთ სხეული ტოქსინებისგან

მოუვლელი ფეხები აფუჭებს სიარულის მანერას, იწვევს სწრაფ დაღლას, ზოგჯერ კი ტკივილს სიარულისას. ფეხის მოვლის ხელმისაწვდომი მეთოდია სამკურნალო აბაზანები.

ფეხის აბაზანები ეიძლება იყოს: სამკურნალო, მატონიზირებელი, გამწმენდი, დამარბილებელი. პროცედურა მარტივია, მაგრამ მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას.

  1. სჯობს აბაზანა მიიღოთ ძილის წინ, ასე ფეხი დაისვენებს და მოდუნდება.
  2. პროცედურა ჩაიტარეთ აბაზანის მომზადებისთანავე, სანამ წყალი გაციებულა.
  3. ნარევის მომზადებისას დაიცავით დოზირება, რომელიც რეცეპტშია მოცემული, დოზების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის პრობლემები.
  4. ფეხის აბაზანის მიღების შემდეგ შეგიძლიათ ტერფის პილინგის ჩატარება პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის დახმარებით. შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.

ფეხის აბაზანების მიღება არამხოლოდ პრობლემის დროსაა რეკომენდებული, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. რომელიმე რეცეპტს რომ შეარჩევთ, გაითვალისწინეთ რაიმე შემადგენელზე შესაძლო ალერგიული რეაქცია.

სახლის აბაზანები ფეხისთვის

1. გაუხეშებული კანის დასარბილებლად

დამარბილებელი აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 სუფრის კოვზი თეთრი თიხა. ჩაყარეთ თიხა ცხელწყლიან ტაშტში, აურიეთ, ჩაყავით ფეხები 15-20 წუთით, შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი.

 

  2. ქუსლებზე ნახეთქებისთვის

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მცენარეთა – პიტნის, გვირილის, არყის ფოთლის – ხმელი ნარევის 5 სუფრის კოვზი. დაასხით ინგრედიენტებს 2-3 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ ხსნარი და გაიკეთეთ აბაზანა.

3. გაციების დროს

აბაზანის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი გახსენით 3 ლიტრ ცხელ წყალში – საუკეთესოა 38-40 გრადუსი. პროცედურა 20-25 წუთიანია. შეიმშრალეთ ფეხები თბილი, ბამბის პირსახოცით და ჩაიცვით შალის წინდები. მაღალი ტემპერატურის დროს მდოგვის აბაზანა უკუნაჩვენებია.

4. ფეხის ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნის დროს

ჭარბი ოფლიანობის დროს გამოიყენეთ შემდეგი ნარევი: მუხის ქერქის ნაყენი – 200 მლ; ზღვის მარილი – 60 გ; ჩაის ხის ეთერზეთი – 5 წვეთი; თბილი წყალი – 3 ლ. მარილიანი აბაზანა ასევე ხელს უშლის ფეხის შეშუპების განვითარებას.

5. ფეხების დაღლილობისას

დაღლილ ფეხს კარგად შველის კონტრასტული აბაზანები ეთერზეთებით. ჩაყავით ტერფები 5 წუთით ეთერზეთიან ცხელ წყალში. შემდეგ 10 წამი – ცივში. ეს პროცედურა მოხსნის დაღლილობას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

6. ფეხების შეშუპებისას

ფეხის წესრიგში მოსაყვანად და სისხლძარღვების ტონუსის გასაუმჯობესებლად ძმრის აბაზანა დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ ერთი ჭიქა 9%იანი ვაშლის ძმარი და 2 ლ თბილი წყალი. ამ აბაზანაში ფეხის დაყოვნება რეკომენდებულია არანაკლებ 20 წუთისა.

გირჩევთ ჩაიტაროთ 3-4 პროცედურა სხვადასხვა შემადგენლობის აბაზანით. თუ კონკრეტული კომპონენტების მოქმედების შედეგი მოგეწონებათ, შეგიძლიათ გაიაროთ სრული კურსი (10-15 პროცედურა).

ფეხის აბაზანების სახლის პირობებში გამოყენება – სპა-სალონების საუკეთესო ალტერნატივაა. ამ პროცედურების ღირებულება მცირეა, ეფექტი კი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

კომენტარის დატოვება