დიეტა “მაგიდა № 5” – კვების სამკურნალო გეგმაა, რომელიც მკურნალმა დიეტოლოგმა მიხეილ პევზნერმა შეიმუშავა. მან ის შექმნა სპეციალურად მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუტის და ღვიძლის პრობლემები აქვს და მათი მუშაობის გაუმჯობესება უნდა. ამ დიეტას ძირითადად ნიშნავენ ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, პადაგრა.
დიეტა «მე-5 მაგიდა» 1 კვირაზე
პირველ რიგში, მცირდება ცხიმების მიღება. რაციონიდან ვარდება პროდუქტები დიდი რაოდენობით ქოლესტერინით, ეთერული ზეთებითა და პურინებით. მენიუ ივსება პექტინებით.
ყველა კერძი იხარშება, ითუშება ან ცხვება ნაკლებ მარილში. დღიური მენიუს კალორიულობა შეადგენს 2500-ს. მათ შორის 80გ ცილა, 80 გ ცხიმი და 400გ ნახშირწყალია, რომლებიც 4-6 პორციაზე უნდა გაანაწილოთ.
პროდუქტების და კერძების სია, რომლებიც უნდა მიიღოთ
- ხილი და კენკრა
- შავი ხიზილალა
- მაკარონი
- სუხარი, ნამცხვრები, მშრალი ბისკვიტები
- მურაბა, თაფლი, მარმელადი, შაქარი არაუმეტეს 70 გ დღეში
- ნაღების და მცენარეული კარაქი
- ბოსტნეულის წვენი, ასკილის ხსნარი, ბალახის ჩაი, ყავა რძით
- ოხრახუში, კამა, დაფნის ფოთოლი, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი
- რძის და ბოსტნეულის სუპები
- არაუმეტეს 200 გ რძის პროდუქტები დღეში
- არაუმეტეს 1 კვერცხი დღეში
- სამარხვო ხორცი
- უცხიმო თევზი
- ფაფა წყალზე ან რძეზე
- წინა დღის გამომცხვარი პური
- ჩათუშული თუ ნედლი ბოსტნეული, განსაკუთრებით სტაფილო და ჭარხალი
აკრძალული პროდუქტებისდა კერძების სია
- ალკოჰოლი
- შიგნეულობა
- პარკოსანი
- დაკონსერვებული და დამარილებული კერძები
- სოკო
- გაზიანი სასმელები
- ცივი სასმელები
- ძმარი
- შემწვარი, ცხარე კერძები
- ცხიმიანი ხორცი, ფრინველი და თევზი
- შოკოლადი და კაკაო
- ხახვი, ბოლოკი, ისპანახი, მჟაუნა, ნიორი, თალგამი, ფერადი კომბოსტო.
1 დღის მენიუ
- საუზმე: ხორცის გუფთა ოთქლზე მომზადებული, მანის ფაფა, ჩაი.
- მეორე საუზმე: ბანანი ან გამომცხვარი ვაშლი.
- სადილი: ბოსტნეულის სუპი, ორთქლის კატლეტები ან მოხარშული ქათამი წიწიბურასთან ან ბრინჯთან ერთად. კომპოტი ან წვენი.
- წახემსება: სუხარი ან ორცხობილა, ასკილის ნახარში.
- ვახშამი: მოხარშული თევზი თეთრ სოუსში და მოხარშლი ბოსტნეულით. კარტოფილის პიურე, ხაჭო, ჩაი.
მენიუს კიდე 1 ვარიანტი
- პირველი საუზმე: უცხიმო ხაჭო, შვრიის ან მანის ფაფა წყალზე. ჩაი თაფლით.
- მეორე საუზმე: ჩირი, ნედლი ვაშლი.
- სადილი: ბოსტნეულის სუპი მცენარეულ ზეთზე, მოხარშული ქათამი რძის სოუსში, მოხარშლი ბრინჯი, კომპოტი.
- წახემსება: ასკილის ნახარში.
- ვახშამი: ჭარხლის კატლეტები, ჩაი, პური
ღამე შეგიძლიათ დალიოთ კეფირი. ეცადეთ ამ სქემით იხელმძღვანელოთ. 7 დღის შემდეგ თუ თავს უკეთ არ იგრნობთ, 1 თვე გააგრძელეთ.
ეს დიეტა არამხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს, არამედ დაკლებაში დაგეხმარებათ, დააარეგულირებს მეტაბოლიზმს და ზედმეტი წონაც გაქრება.