სახეზე მარილის გამოყენება ძალიან ადრე დაიწყეს, მაგრამ, მას შემდეგ მოვლის უამრავი საშუალება გაჩნდა და მარილის სარგებლიანობა მიივიწყეს. ახლა ბევრი ქალი იწყებს მის პრაქტიკაში დაბრუნებას, რადგანაც მარილი სახის კანისთვის წარმატების მომტანია.
მარილი სახისთვის
როგორ გამოვიყენოთ?
ძალიან მარტივად. გახსენით მარილი 100მლ წყალში, დაიბანეთ და არ შეიმშრალოთ. აცადეთ ხსნარს გაშრეს. შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამით, ან რამდენიმე საათი გქონდეთ და შემდეგ ყინულის კუბიკით გაისუფთაოთ. თამამად დაიბანეთ ყოველ დილით, 1 კვირის შემდეგ კი შესამჩნევ შედეგს დაინახავთ.
რაში გვეხმარება მარილი
მარილის ხსნარი დახურულ ფორებთან და შავ წერტილებთან ბრძოლაში გვეხმარება. გახსოვდეთ, რომ მარილით მოვლა სასურველი არაა, თუ სახეზე ამაღლებული მგრძნობელობა გაქვთ ან კაპილარები კანთან ისე ახლოს არიან განთავსებულნი, რომ ჩანან.
მარილით ბანვის შემდეგ, შეამჩნევთ, რომ კანი უფრო სქელი გახდება, გამონაყარი კი გაქრება. თუ ღია ფერის კანი მოგწონთ, აუცილებლად მიმართეთ ამ ხერხს. მარილი კანს ანათებს და აბრწყინვალებს.
მარილი მშვენივრად განთავისუფლებთ სიმშრალისგან. უკვე 1 თვის შემდეგ ბევრი ქალი იწყებს შემჩნევას, რომ კრემს ისე ხშირად აღარ იყენებს, როგორც ადრე.
მარილის აბაზანები სახეზე არამხოლოდ გამონაყარს აცხრობენ, არამედ დაღლილობის ნიშნებს. ხშირად ხდება, რომ სერიოზული სტრესის შემდეგ სახის კუნთების მოდუნება არ შეგიძლიათ. მარილი დაგეხმარებათ.
თუ ტუჩი გიღიზიანდებათ, მარილის ხსნარი ამაშიც საუკეთესოდ დაგეხმარებათ. არაა აუცილებელი ტუჩებზე ის სპეციალურად წაისვათ, სახეზე წასმის შემდეგ, ჩამობანვისას მარილი ტუჩებზეც მოხვდება.
კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მარილს?
იდეალური საშუალებაა სისხლძარღვების გაძლიერებისთვის. ამიტომაც მარილით დაბანა კუპეროზის დროს სასარგებლოა. მას ასევე გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს.
დაბანის გარდა, შეგიძლიათ მოსინჯოთ სახის პილინგი მარილისგან. მარილის გამოყენების დროს, მოიხმარეთ დაბანის ზეთიც. ის კანს უფრო გაასუფთავებს.
გიმნასტიკა კი ახალგაზრდობას და სახის დრეკადობას შეგინარჩუნებთ.