მებაღეები ყვებიან რომელი მცენარეები დავრგათ ერთად, რათა მოსავალი მაქსიმალური იყოს

გამოცდილი მებაღეები ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გეგმავენ სად დადგან ახალი ქოთნები. ეს სწორია რადგანაც მიწის რაციონალური გამოყენება ბაღის კულტურას ავითარებს. არაა აუცილებელი გამოიყენოთ ქიმიური დანამატები ან პესტიციდები.

თხრილები აგარაკზე

ეს ხერხები საშუალებას მოგცემთ ჯანსაღი მცენარეები მოაშენოთ და მიწის ეკონომიაც გასწიოთ.

სიმინდი, ლობიო, გოგრა
ამ ნერგებს “სამ დას” უწოდებდნენ. ადგილის მაქსიმალურ ეკონომიას გასწევთ, რადგანაც სიმინდი და ლობიო ერთად კარგად იზრდებიან, გოგრა კი მათ ჩრდილში საუკეთესოდ ვითარდება.

ვარდი და ნიორი
ნიორი ვარდებს შორის მოაქციეთ. ის მავნებლებს დააფრთხობს, არომატს გააუმჯობესებს და უფრო სასიამოვნო შესახედიც იქნება.

ნესვი და ნიყვი
იმისთვის, რომ არ გამოიყენოთ ქიმია, ნესვის ბუჩქებს შორის ნიყვის ყვავილები მოათავსეთ.

კომბოსტო და პომიდორი
პომიდორის სუნი წითელ რწყილებს და კომბოსტოს ჩრჩილებს აფრთხობს.

კიტრი და კამა
კიტრი ორმოში უფრო კარგად გაიზრდება თუ მათ შორის კამას დარგავთ.

წიწაკა და რეჰანი
ეს მცენარეები ერთმანეთს გაზრდაში ეხმარებიან.

საზამთრო და დედოფლის ყვავილი
დედოფლის ყვავილი გოგრის და საზამთროს მავნებლებს აფრთხობს.

ბოლოკი და ისპანახი
პარაზიტები ისპანახს ბოლოკის ფოთლებს ამჯობინებენ და თავად ნაყოფი არ ზიანდება.

ნიახური და ლობიო
ლობიოსთან ნიახური უფრო არომატული გაიზრდება, თავად ლობიოს კი უფრო დიდი მარცვლები ექნება.

სტაფილო და ბოლოკი
იდეალური შეხამება ერთად დარგვისთვის. ბოლოკი ადრე გაიზრდება და ნიადაგის ხარისხს გააუმჯობესებს. სტაფილო გაძლიერდება და დიდი ზომის გაიზრდება.

ბადრიჯანი და ქონდარი
ქონდარი დადებითად მოქმედებს ბოსტნეულზე, რომლებიც მის გვერდით იაზრდებიან და მათ გემოს აუმჯობესებს.

კარტოფილი და ქინძი
იმისთვის, რომ კარტოფილი არ დაავადდეს, მის ღეროებს შორის ქინძი დარგეთ.

მაარწყვი და ბორაგო
ბორაგო მარწყვის ზრდას აუმჯობესებს.

ბაღის მარწყვი და სალბი
სალფი ძალიან სასარგებლო მეზობელია მარწყვისათვის.

მწვანილები
ბოსტნეულისთვის მწვანილი საუკეთესო მეზობელია.

ვაშლი და ჟოლო
ისინი ერთმანეთს აჯანსაღებენ. ჟოლო ნიადაგში აზოდის კონცენტრაციას ახდენს და მასში სითხის ხარისხს ამაღლებს. ეს კი ვაშლისთვის სასარგებლოა.

მოცხარი და ხახვი
მოცხარის ღეროებს შორის ხახვი უნდა დარგოთ და ზამთარში დატოვოთ.

სანამ ნარგავებს დათესავთ, ბაღის სქემა შეადგინეთ. ეს სწორად გაგანაწილებთ მიწას და შემდეგ წელს საოცარ შედეგს გამოიღებთ.