მიზეზები რატომ გრძნობთ ტკივილს ოვულაციის დროს და როგორ გავუმკლავდეთ მას

ოვულაცია მენსტრუალური ციკლის მოკლე ფაზაა. ის 12-36 საათი გრძელდება და ამ დროს ესტეროგენის ხარისხი ვარდება, რაც კვერცხუჯრედს განაყოფიერებისთვის მზა მდგომარეობაში ამყოფებს.

სიმპტომები

  1.  ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
  2. გაზრდილი ლიბიდო.
  3. თეთრი ფერის გამონადენი.
  4. ტკივილი სარძევე ჯირკვლებში (ყოველთვის არა).
  5. დასივება (ყოველთვის არა).

რატომაა მტკივნეული?

ფოლიკულა წელავს საკვერცხე ნასკვს რაც იწვევს დისკომფორტს და ტკივილს. როცა დომინანტური ფოლეკულა საჭირო ადგილს მიაღწევს, ის კავშირს წყვეტს და კვერცხუჯრედი მზადაა მუცლის ღრუში განაყოფიერებისთვის. სითხის გარკვეულმა ნაწილმა თხემის პერიტონეუმი შეიძლება გამოიწვიოს. ამას საკვერცხეს კაფსულას დაზიანება მოყვება. როცა პატარა სისხლის ძარღვები სკდება, ტკივილი წარმოიშობა, რაც 1-2 დღე გრძელდება. შემდეგ სისხლი მუცლიდან გაიწოვება და ტკივილის წყდება.

როგორ შევიმსუბუქოთ ტკივილი

  1. მოდუნდით. თავიდან აირიდეთ სტრესი და ფიზიკური დატვირთვა.
  2. ამ პერიოდში არ მიირთვათ ცხარე, ცხიმიანი საკვები, ასევე ლობიო ან კომბოსტო. უკეთესი იქნება თუ ყავის და ძლიერი ჩაის რაოდენობას შეამცირებთ.
  3. მიიღეთ თბილი აბაზანა არომატული ზეთით ან მცენარეული ხსნარით.
  4. თუ ძალიან მწვავე ტკივილია, დალიეთ სპაზმის მომხსნელი მედიკამენტები.

ტკივილის მიზეზები, რომლებიც ექიმის გასინჯვას მოითხოვს

  1. Mittelschmerz (ძალიან მწვავე ტკივილი ოვულაციის დროს).
  2. საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი.
  3. კუდუსუნის დაავადებები.
  4. ენდომეტრიოზისი.
  5. სალპინგიტისი (საშვილოსნოს ანთება).
  6. საშვილოსნოსგარე ორსულობა.
  7. ნაწლავების სინდრომი (IBS).
  8. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციური სინდრომ.
  9. კისტა საკვერცხეში.

ყველა გოგოს გამოუცდია ტკივილი მენსტრუაციის დაწყებიდან მოყოლებული რამდენჯერმე მაინც. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და გამწვავების შემთხვევაში მიაკითხეთ ექიმს.