შესაძლოა კანს იდაყვზე ჯერ თქვენთვის დისკომფორტი არ შეუქმნია, მაგრამ მშრალია, როგორც ზუმფარა. ამის ბევრი გამომწვევი აქტორი არსებობს. ჩვენ რამდენიმე მიზეზს და მათთან ბრძოლის ხერხებს წარმოგიდგენთ, რათა კანმა სირბილე და ელასტიურობა დაიბრუნოს.
რატომ შრება კანი იდაყვზე
იდაყვის კანი სხეულის სხვა ნაწილებისგან განსხვავდება. მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლის ნაკლებობაა, რომელიც მას ტენიანობის დაკარგვისგან დაიცავს. იდაყვზე კანი ნაწილებად იწყებს დაყოფას, მოძრაობს და იწელება. ამ არეალს სპეციალური მოვლა ესაჭიროება.
როგორ დავუბრუნოთ სირბილე
1. ყურადღება მიაქციეთ როგორ იღებთ შხაპს
მშრალი იდაყვები შესაძლოა დიდხნიანი ბანაობის შედეგი იყოს, განსაკუთრებით თუ ეს ცხელ და ქლორიან წყალში ხდება. აირჩიეთ პროდუქტები რძემჟავით.
2. აირჩიეთ სწორი დამატენიანებელი
იდაყვები ყოველი შხაპის შემდეგ უნდა დაიტენიანოთ. არ დაგავიწყდეთ ამის კეთება ყოველ ჯერზე, როცა ისინი დასველდება ან ტემპერატურა უეცრად შეიცვლება. ძალიან კარგია, თუ თქვენი კრემი ან ლოსიონი შეიცავს ზეითუნს, ქოქოსს ან კაკაოს ზეთს.
3. ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმელს
თუ იდაყვზე კანი შრება, გაიხსენეთ როდის ჩაიცვით ახალი სამოსი. თუ სენსიტიური კანი გაქვთ, ბევრმა ქსოვილმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და გაშრობა.
4. დაიცავით კანი მავნე გარემო ფაქტორებისგან
ჩაიცვით ამინდის მიხედვით და წაისვით მზისგან დამცავი როცა გარეთ ხართ.
5. მსუბუქად გაიწმინდეთ ან დაიმასაჟეთ ჯაგრისით
გამოიყენეთ მშრალი ჯაგრისი კვირაში ერთხელ.
6. იკვებეთ სწორად
დარწმუნებული იყავით, რომ იღებთ ვიტამინებს A და B, თუთიას… თქვენი კანი მადლიერი იქნება!
როდის მივაკითხოთ ექიმს
თუ ეს ყველაფერი შეასრულეთ და მშრალი კანი არ აღმოიფხვრა, მაშინ ექიმთან მისვლის დროა. თუ განვითარებას ან უკეთესობას საერთოდ ვერ ხედავთ, გაიარეთ კონსულტაცია, რადგანაც ამ შემთხვევაში ის შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი იყო, მაგალითად: ჰორმონალური დარღვევის, დიაბეტის, ანემიის, ფსორიაზის.