ორი შვილის დედამ “ჩუმი მკვლელი” – კიბო დაამარცხა და ადრეული სტადიის ნიშნებს გვიზიარებს

ბევრი ფიქრობს, რომ სოციალური მედიის სქროლვა დროის კარგვაა. მაგრამ, ხანდახან ამ უაზრო აქტივობამ შესაძლოა ჩვენი ცხოვრება იხსნას. ვანკუვერში მცხოვრებმა ერინ ბერეტმა კიბო დაამარცხა და გადაწყვიტა გამოცდილება სხვისთვის სასარგებლოდ ექცია.

ერინის ისტორია

2015 წელს, ერინს მეორე შვილი გაუჩნდა. მისი სიხარული რამდენიმე კვირაში უბედურებამ გადაფარა: მას საკვერცხეების კიბო ჰქონდა.

ექიმებმა მის საკვერცხეებში მასიური სიმსივნე აღმოაჩინეს.
“ის ისეთი დიდი იყო, რომ ფრენბურთის ბურთსაც კი აჭარბებდა ზომაში, ის ჩემს ბავშვზე დიდი იყო!”

საბედნიეროდ სიმსივნე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს და ახალგაზრდა დედამ მკურნალობა დაიწყო. საავადმყოფოში ვიზირებისას და სხვა კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან შეხვედრისას, ერინმა გაანალიზა, რომ უამრავი ქალია, ვისაც ამ სახის კიბოზე წარმოდგენა არ აქვს. მას “ჩუმ მკვლელსაც” უწოდებენ.

ერინმა საკუთარ სიმპტომებს პოსტი მიუძღვნა.

მისი პოსტი ნამდვილად არ იყო დროის ხარჯვა, რადგანა 330 000-ჯერ გაზიარდა! ზოგიერთმა ქალმა სწორედ მისი დახმარებით მიაკითხა ექიმს და ადრეულ სტადიაზე შეძლო დაავადების აღმოჩენა.

“ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ პატარა ქმედებით, პოსტის დაწერით 5 ადამიანის ჯანმრთელობაზე მოვახდენდი გავლენას.”

საკვერცხის კიბოს ნიშნები და სიმპტომები

საკვერცხის კიბოს ყველაზე საშინელი ეფექტი აქვს ქალებზე, ის ხშირად სხვა რამეშიც ერევათ, რადგანაც ნიშნებს ყოველთვის არ გამოხატავს, გასნაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. თუმცა, ყურადრება უნდა მიაქციოთ შემდეგს:

  • დასივება;
  • კუჭის აშლილობა და გულძმარვა/გულისრევა;
  • წნევა და ტკივილი მენჯის ან ზურგის არეში;
  • უფრო ხშირი შარდვის მოთხოვნილება;
  • ყაბზობა ან ცვლილებები ნაწლავებში.
  • სწრაფი გავსება ჭამისას;
  • მუცლის ღრუს შესამჩნევი გაბერვა;
  • მუდმივი დაღლილობა;
  • მენსტრუაციის ცვლა.

თუ სიმპტომები აღმოაჩინეთ, მიაკითხეთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკვერცხის კიბო გენეტიკაში გაქვთ.