შაქარზე დამოკიდებულება: სხეულის ცვლილების 5 ნიშანი ტკბილზე უარის თქმის შემთხვევაში

თუ ტკბილი გიყვართ, რთულია წარმოიდგინოთ ერთი დღეც კი გემრიელი დესერტის გარეშე. ის გიუმჯობესებთ განწყობას, თუმცა ამავდროულად რამდენიმე ზედმეტ გრამსაც.

შაქარზე დამოკიდებულება: მითი თუ რეალობა?

სიმსუქნის პრობლემა გასული საუკუნის მეორე ნახევარში აქტიურად იყო განხილული. ორ მთავარ მიზეზად ექსპერტები მჯდომარე ცხოვრებას და შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტების მიღებას ასახელებდნენ. მაგრამ, მაშინაც კი თუ წონის პრობლემა არ გაქვთ, შაქრის მიღებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ყოველდღიურად შეამცირეთ დოზა და სხეული უკეთ გახდება.

1. პროდუქტების ნამდვილი გემო

როცა თქვენი რეცეპტორები გადაეჩვევიან მუდამ რაღაც ტკბილის მოთხოვნილებას, აღმოაჩენთ, რომ ბევრ პროდუქტს ძალიან საინტერესო გემო აქვს. შაქრის გარეშე ახლიდან აღმოაჩენთ მარწყვსა და ჩაის.

2. ნაწლავების ფუნქციონირება დარეგულირდება

შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტების რაციონიდან გამორიცხვით, როგორებიცაა კარამელი და საკონდიტრო, და მათი ბოჭკოვანი პროდუქტებით ჩაანაცვლებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი უფრო ჯანსაღი გახდება. ის იმუშავებს, როგორც შვეიცარიული საათი.

3. დაკარგავთ ზედმეტ წონას

უარი ტკბილს – უარი ზედმეტ კალორიებს. თუ ფიზიკურ აქტივობასაც დაუმატებთ, კილოგრამებს უფრო მალე დაიკლებთ.

4. გახდებით აქტიური და ენერგიული

ზედმეტი წონისგან განთავისუფლების შემდეგ, თავს სხვა ადამიანად იგრძნობთ: უკეთ გახდებით და ნებისმიერ რამეს უფრო ენთუზიაზმით შეასრულებთ.

5. აღარ იქნებით დამოკიდებული

ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, იმიტომ რომ შაქარზე დამოკიდებულება ისეთივე ცუდია, როგორც სხვა ნებისმიერი დამოკიდებულება. თავს უკეთ იგრძნობთ არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად.

იმისათვის, რომ უარი თქვათ ტკბილზე, გამორიცხეთ შემდეგი პროდუქტები:

  • გაზიანი სასმელები;
  • ტკბილი წვენები;
  • პროდუქტები არომატიზატორებით;
  • ნამცხვრები და კანფეტები.

თუ ამას შეძლებთ, მისი შედეგების ეფექტურობაში დარწმუნდებით.