ბევრი ადამიანი მასაჟს პროფესიონალურ დაწესებულებასთან აიგივებს. აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკები, რომლებიც ამსუბუქებენ მენსტრუალურ ტკივილს, სტრესს, დაძაბულობას და ინსომნიას და სახლშიც ადვილი გასაკეთებელია. წარმოგიდგენთ მოძრაობებს, როცა სხეულის კონკრეტულ ადგილს უნდა დააწვეთ და თითების, ლოყების თუ ფეხების გამოყენებით დისკომფორტის დროს ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეძლოთ.
წერტილი 1 – წელი
მიუხედავად იმისა, რომ უკან არის, მენსტრუალურ ტკივილს და კრუნჩხვებს ამშვიდებს. ამ მასაჟით საშვილოსნოს რელაქსაციას მოახდენთ და ზურგის ტკივილს დაიმშვიდებთ. დაიმასაჟეთ ეს წერტილები თავად. დაწექით ზურგზე, ხელები უკან დაიწყვეთ და დააჭრეთ ხელებით.
წერტილი 2 – ფეხის შიგნით, კოჭის მაღლა
ძალიან დაგეხმარებათ უროლოგიური და მენჯის ტკივილებისას, ასევე, ინსომნიის წინააღმდეგ. ნორმალურ, კომფორტულ პოზიციაში, ნაზად შეწიეთ ძვალი და დაიმასაჟეთ არეა 4-5 წამის მანძილზე. არ განახორციელოთ ეს მასაჟი ორსულობის დროს.
წერტილი 3 – ხელი
სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, რომელიც დისკომოფრტის დროს ტკივილს აგარიდებთ. დაიმასაჟეთ დღეში რამდენიმე წუთით.
წერტილი 4 – კისრის უკანა ნაწილი
ეს წერტილები საუკეთესოა ინსომნიის, სტრესის, დაძაბულობის და თავის ტკივილის დროს. დაიმასაჟეთ არეა, რათა კისრის და თვალების დაქანცულობა აირიდოთ. დღეში რამდენიმე წუთით.
წერტილი 5 – ფეხის თითებთან
დაიმასაჟეთ ეს წერტილი მეხსიერების და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად, ასევე დაღლილობასთან ბრძოლისას. ფრთხილად დააწექით დღეში 2-3ჯერ რამდენიმე წუთით.
არ გააკეთოთ ორსულობის შემთხვევაში.
როგორ გავაკეთოთ სწორად
- გამოიყენეთ ძლიერი და ღრმა დაწოლები კონკრეტულ წერტილებზე.
- ეცადეთ მოდუნდეთ; ისუნთქეთ ღრმად.
- თხოვეთ ვინმეს გაგიკეთოთ თქვენს მაგივრად, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ.
არ შეგეშინდეთ ამ ტექნიკების გამოცდა. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და არ დაიზიანოთ თავი.