როცა ართრიტზე ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, რომ ის მხოლოდ მოხუც ადამიანებს აწუხებთ. სინამდვილეში მისით იტანჯებიან ბავშვებიც, ახალგაზრდებიც და სპორტსმენებიც.
როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა
გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რასაც მიირთმევთ. ჩვეულებრივი დიეტით მას ვერ განკურნავთ. მეცნიერებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი პროდუქტი შესამჩნევად ამსუბუქებს ართრიტის სიმპტომებს და ხსნის ანთებას. სწორი რაციონი ეფექტურ შედეგებს მოგვცემს:
- ანთების გაქრობა
- სახსრების გამაგრება
- ხრტილების კვება
- კოლაგენის სტიმულირება
- იმუნიტეტის გაძლიერება
პროდუქტები ართრიტის დროს
დილა საუკეთესო დროა, რათა ორგანიზმმა ართრიტს ებრძოლოს. წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებითაც დღე უნდა დაიწყოთ.
წითელი ხილი და კენკრა
ყველა ხილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ წითლები განსაკუთრებულია ართრიტისთვის. ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ასკორბინის მჟავით.
ყოველთვის ეცადეთ სეზონური ხილი მიირთვათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინულიც.
ყავა ნებადართულია
არ თქვათ უარი ამ სასმელზე, განსაკუთრებით დილით. ყავა უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, ანთებას ებრძვის და გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. მაქსიმალური სარგებელისთვის შაქრის გარეშე, ნაღების და რძის მიიღეთ.
მთლიან მარცვლიანი პროდუქტები
მთლიანი, დაუფქვავი მარცვლები — კვების მნიშვნელოვანი ნაწილია. უპირატესობა მიანიჭეთ ჭვავს.
ეცადეთ საუზმეში ჩართოთ შემდეგი მარცვლეული:
- ამარანტი
- შვრიის ფანტელები
- წიწიბურა
- კინოა
დალიეთ სტაფილოს წვენი
თუ არ იცით რისი წვენი დალიოთ დილით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა სტაფილო. ანტიოქსიდანტების და მინერალების მდიდარი შემადგენლობის გამო, თქვენი სახსრები სათანადო მოვლას მიიღებენ და კოლაგენის გამომუშავებაც გაიზრდება.
წაიხემსეთ არაქისით
მიწის თხილი ჯანსაღ ძვლებს განაპირობებს. არაქისი მდიდარია ცილით, რომელიც ართრიტის დროს აუცილებელია. ასევე, მასშია კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ვიტამინი E… საკმარისია დღეში 10-15 მარტცვალი, რომ იმუნური სისტემა გაგიუმჯობესდეთ.
კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინი B6-ს ნაკლებობა ართრიტით დაავადებულებში ავადმყოფობის გაძლიერებას იწვევს. ტკივილის შესამსუბუქებლად მიიღეთ მისი შემცველი პროდუქტები: კარტოფილი, ბანანი, ლობიო, ნიორი, ტკბილი წიწაკა და აშ.
და რა თქმა უნდა, საუკეთესო ხერხია ბალანსირებული დიეტა. გაამახვილეთ ყურადღება ვიტამინი C-ს შემცველ პროდუქტებზე. ისინი სიმპტომებს და ანთებით პროცესს შეამსუბუქებენ.