დიეტოლოგი გვირჩევს: აი, რამდენ ხანს ინახება პროდუქტები. გაითვალისწინეთ, რომ არ გასუქდეთ.

ალბათ არასდროს მიგიქცევიათ ყურადღება როდის მიაქანებთ პირისკენ ვაშლის, ბანანის ან ჩირის ნაჭერს. “ეს ხომ სასარგებლო წახემსებაა” – ფიქრობთ თქვენ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. ყველაზე სასარგებლო პროცუქტიც კი უზმოზე მირთმევისას შესაძლოა უსიამოვნების მიზეზი გახდეს. სიმძიმე კუჭში, დისკომფორტი, შებერილობა…ის ხშირად ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს.

სასარგებლო პროდუქტები

ხაჭო
კალციუმის, ცილის, ვიტამინების ნატურალური წყარო. აუცილებელია სიცოცხლისუნარიანობისთვის. ხაჭო აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამიტომაც დილა მისთვის საუკეთესო დრო არაა. მალე მოგშივდებათ. ხაჭს მირთმევის იდეალური დრო შუადღეა. ვახშამზე ბევრს აღარ შეჭამთ. ღამე კი შებერილობის თავიდან ასაცილებლად არ მიირთვათ.

მაგარი ყველი
არანაკლებ სასარგებლო, ვიდრე ხაჭო, მაგრამ უფრო ცხიმიანი და კალორიული პროდუქტი. სჯობს საუზმეზე მიირთვათ.

ვაშლი
ვაშლი კუჭის ჯანსაღ მოქმედებას უწყობს ხელს და ტოქსინებს გამოდევნის. საუკეთესო დრო დილა და დღის პირველი ნახევარია. კარგი იქნება თუ ვაშლს სადილამდე 5-15 წუთით ადრე შეჭამთ – საკვები უფრო მალე გადამუშავდება. ღამით მირთმეულმა შესაძლოა კუჭში დისკომფორტი გამოიწვიოს. გამონაკლისია შემწვარი.

ბანანი
ის ბევრ შაქარს და სახამებელს შეიცავს. ამასთან, მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. საკმარისად მკვებავი და კალორიული პროდუქტი. თუ თქვენი მიზანი წონის დაკლებაა, დღის პირველ ნახევარში მიირთვით. მშიერ კუჭზე დიარეას გამოიწვევს.

ბოსტნეულის სალათი
ის ასუფთავებს კუჭს, არეგულირებს მიკროფლორას და ხელს უწყობს გახდომას. მისი გადამუშავება ორგანიზმს დღის პირველ ნახევარში აწყობს, საღამოს ყაბზობის გამომწვევია. ვახშმისთვის სჯობს ჩათუშული ან ორთქლზე გაკეთებული ბოსტნეული მიიღოთ.

ნიგოზი
ჯანმრთელობისთვის შეუფასებელი პროდუქტი: აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, მოქმედებს ღვიძლის მოქმედებაზე. მიირთვით შუადღეს ან ვახშმამდე. მაღალი კალორიულობის გამო 3-4 ცალით შემოიფარგლეთ.

გამხმარი გარგარი და ლეღვი
ტვინის და გულის სწორი მუშაობისთვის. აჩქარებს საკვების მომნელებელ სისტემას, ამიტომაც მიირთვით დღის პირველ ნახევარში. საღამოს დიარეას გამოიწვევს.

ავოკადო
ცხიმიანი, კალორიული, მაგრამ საოცრად სასარგებლო ნაყოფი. აღადგენს ვიტამინების ნაკლებობას. 1 ავოკადო დღეში ორჯერ საუკეთესო პროფილაქტიკაა ონკოლოგიისთვის. მიირთვით საუზმეზე ან სადილად. საღამოს თავი შეიკავეთ.

შოკოლადი
შავი შოკოლადი ტკბილეულის ალტერნატივაა. 3 ნაჭერი ჩაისთან ან ყავასთან ნორმაა, რომელიც არ უნდა გადააჭარბო, თუ ფიგურას უფრთხილდებით. საუკეთესო დრო დღის პირველი ნახევარია, სადილის შემდეგ ყავაზე არანაკლებ გამოგაფხიზლებთ. საღამოს თავი შეიკავეთ, რათა ძილი არ დაგერღვეთ.

კეფირი
უნიკალური დიეტური პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ. დღის პირველ ნახევარში ნერვულ სისტემას “მიხედავს”, დაარეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. საღამოს მოაწესრიგებს კუჭის მიკროფლორას, გააუმჯობესებს ძილს და მადიანობას.

კომენტარის დატოვება