გახსოვთ, როგორ გაწუხებდნენ წელში გამართვის შენიშვნებით ბავშვობაში? მაგრამ, ისინი ადეკვატური იყო.
მოხრილობა რომ ლამაზი არაა, ყველას ესმის. კუზი, წინ დახრილი თავი – არავის ამშვენებს. მაგრამ, სიზარმაცის გამო ზურგის სწორად ჭერა რთულია, ძალა არ გვაქვს… ეს იმიტომ, რომ ადამიანის სხეულის წინა მხარე უფრო განვითარებულია ვიდრე უკანა.
ზურგის კუნთები უნდა გაამგრდეს, ამისთვის მუდმივი ვარჯიშია საჭირო – როცა ხერხემალზე დატვირთვა შემცირდება, სწორად სიარულს დაიწყებთ.
სავარჯიშოები
ზურგის კუნთებს ეს სავარჯიშოები საუკეთესოდ გაავარჯიშებს. დაწექით მუცელზე, სახით ქვევით. ნელა აწიეთ ტანის ზედა ნაწილი, ისე მაღლა, როგორც შეძლებთ. ხელები თეძოებზე დააფიქსირეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში, იგრძენით დაძაბულობა. თავდაპირველად 10-ჯერ გაიმეორეთ.
თუ ამას ყოველდღე შეასრულებთ, რაოდენობას მუდამ გაზრდით, ზურგი გაგისწორდებათ და დგომი გაგიუმჯობესდებათ. დაგავიწყდებათ ტკივილი კისრის არეში. განწყობაც უკეთესი გახდება. როცა სხეული სწორად გიჭირავთ, უფრო ჯანსაღად, ლამაზად და თვითდაჯერებულად გამოიყურებით.
დამატებითი მოტივაცია გოგონებისთვის: გასწორებული მხრების და ზურგის პოზიციაში, მკერდი უფრო მოცულობითი ჩანს.