დიეტოლოგები ხშირად გვირჩევენ დილით ფაფა მივირთვათ. წიწიბურა ან შვრია არა უბრალოდ ტრადიციული საუზმე, არამედ უფრო სერიოზული რამაა. ამ კერძებზე ბევრი ლეგენდა და ხუმრობა დადის.
მშობლები გვასწავლიდნენ, რომ ფაფის ჭამით უფრო ძლიერები ვიქნებოდით, მარკეტოლოგები კი მას ყველაზე ჯანსაღ საუზმის ტიპს მიაწერენ. მაგრამ, მასაც აქვს გვერდითი ეფექტები. დიახ, ფაფა შეიძლება მავნე იყოს. გაითვალისწინეთ რჩევები:
მავნე ფაფები
მაშინ, როცა სხვები ფაფას აქებენ, თავად შებერილობა და მეტეორიზმი გაწუხებთ? საქმე გლუტეინშია – განსაკუთრებულ ცილაში, რომელსაც სხვადასხვა მცენარე შეიცავს, მათ შორის შვრია.
ბოლო დროს ამ ცილას დიდ ყურადღებას უთმობენ. საბავშვო კვებაშიც კი შეხვდებით წარწერას: “ფრთხილად, გლუტეინს შეიცავს!” მისი მოქმედებით შეიძლება გაიზარდოს კუჭის გამტარიანობა და წარმოიქმნას “ორმო”.
ირღვევა კუჭის ბარიერა. იმუნური სისტემა გამოყოფს ანტიტელს, საკუთარი თავის და ორგანიზმის დამცველს. მისი შეტევის დროს კუჭის უჯრედები სივდება. გლუტეინის ახალ პორციასთან ერთად სიტუაცია უფრო რთულდება.
თუ ზოგიერთ ადამიანში გლუტეინის შემცველი პროდუქტები ალერგიულ რეაქციას იწვევს, სხვებში დაავადებებს წარმოშობს.
პატარები, რომლებიც პირველად სინჯავენ ფაფას, თავდაპირველად უგლუტეინო პროდუქტები უნდა მიიღონ. გლუტეინის შემცველობის საკვები 6 თვემდე არასასურველია. შემდეგ გაასინჯეთ 1 კოვზი და დააკვირდით პატარას რეაქციას.