თუ 40 წელს გადააბიჯე, ეს 3 სავარჯიშო შენი ყოველდღიურ რიტუალად უნდა აქციო.

დაბერებას ვერავინ გაექცევა, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგათ, რათა დაავადებებმა, ნაოჭებმა და სხვა არასასურველმა უსიამოვნებებმა რაც შეიძლება გვიან შეგაწუხოთ.

აღმოსავლელმა ბრძენებმა ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სასიამოვნო განწყობა დიდი ხნით. წარმოგიდგენთ 3 სავარჯიშოს ვარმა ჯულიეტისგან, რომლის შესრულებაც კისრისა და სახის არეში სასწაულებს მოახდენს.

ვარმა ჯულიეტი ვედური მეცნიერების მიმდივარია, რომელმაც მსოფლიო შემოიარა და იოგა და ვედური ტრაქტატები შეისწავლა.

სახის კანის გაახალგაზრდავება

ეს სავარჯიშოები 40 წლის ასაკის ქალებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით მათი შესრულება უკვე 28 წლიდანაა შესაძლებელი.

სავარჯიშოები დაარეგულირებს შინაგან წნევას, გაასწორებს ნაოჭებს, გააძლიერებს კისრის კუნთებს და აშ.

გიმნასტიკა კანის გაახალგაზრდავებისთვის

ტუჩების კუნთების გაძლიერებისთვის მაქსიმალურად დაჭიმეთ ტუჩები, მიეცით ბეჭდის ფორმა და გააღეთ პირი. პირველ დღეს ორჯერ გააკეთეთ და ყოველდღე ერთით გაზარდეთ.

იმისთვის, რომ თვალების გარშემო ნაოჭებს გავექცეთ, დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ მათი ტრიალი თითო მხარეს 10-ჯერ. ტუჩებით გამოხატეთ სიხარული და მწუხარება 5-7-ჯერ.

შუბლზე ნაოჭების დალაგებისთვის ხელებით მოუჭირეთ შუბლს ზევიდან და ქვევიდან. დახუჭეთ თვალები და დაატრიალეთ თითო მხარეს 5-ჯერ.

გაბერეთ ლოყები 5 წამით, შემდეგ ნელა გამოუშვით ჰაერი. სავარჯიშო სახის ზუსტი კონტურისთვისაა და 10-ჯერ გაიმეორეთ.

კისრის გაახალგაზრდავებისთვის გადახარეთ თავი უკან, მოადუნეთ კუნთები და ფართოდ გააღეთ პირი. შემდეგ ნიკაპის მეშვეობით ამოძრავეთ ყვა. გაიმეორეთ 5-ჯერ.

სავარჯიშოები კისრის კუნთებისთვის

ადექით, ქუსლები შეაერთეთ, ხელები დაუშვით და მოდუნდით. ზურგი სწორად გეჭიროთ, დაძაბულობის გარეშე. ნელა ატრიალეთ თავი მარჯვნივ და მარცხნივ, შემდეგ დაბლა დახარეთ და მაღლა აწიეთ. ეს სავარჯიშო კისრის კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ.

შემდეგ ნელა ატრიალეთ თავი და მარჯვენა და მარცხენა მხარეთ 5-7 წამით დააფიქსირეთ.

ვარჯიშის დროს ცხვირით ისუნთქეთ. ყურადღება მთლიანად კისრისკენ მიმართეთ. პირველ კვირაში 5-ჯერ შეასრულეთ, მეორეში 6-ჯერ, მესამეში 8-ჯერ და ასე შემდეგ, სანამ 25-მდე არ ახვალთ.

სავარჯიშოები ნიკაპისთვის

ქვედა ტუჩი კბილებისკენ გაწიეთ და პირისკენ მიზიდეთ, ნიკაპი კი პირდაპირ. ყბა ატრიალეთ მარჯვნივ და მარცხნივ.

შეასრულეთ 5-ჯერ. ყოველდღიურად გაზარდეთ ბრუნვის რაოდენობა.

სავარჯიშოების შესრულებამდე, მოიშორეთ დეკორატიული კოსმეტიკა და ხელ-პირი დაიბანეთ.

შესრულების შემდეგ, კონკრეტული ზონა ცივი წყლით მოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. რეგულარული კეთებიდან 7 დღეში დადებით შედეგს შეამჩნევთ. კანს ჯანსაღი ფერი მიეცემა და უფრო ელასტიური გახდება.

კომენტარის დატოვება