ცოტა ხნის წინ, დიად ადამიანს გამოვემშვიდობეთ – ნიჭიერ გერმანელ დიზაინერს, “შანელის” კრეატიულ დირექტორს კარლ ლაგერფელდს. ის 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარლი იშვიათად საუბრობდა საკუთარ გარეგნობასა თუ იმიჯზე, მაგრამ ერთხელ, 64 წლის ასაკში გადაწყვიტა დაბრუნებოდა წონას, რომელსაც წლების წინ იწონიდა. წარმოგიდგენთ მის ჯადოსნურ დიეტას.
მკაცრი დიეტა
დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა დიზაინერი ზედმეტი წონის პრობლემით. მაგრამ, უეცრად, 2002 წელს საზოგადოებაში საოცრად გამხდარი გამოჩნდა. მან 40 კილოგრამი განსაკუთრებული დიეტით დაიკლო, რომელიც ჟან კლოდ უდრემ შეიმუშავა.
ლაგერფელდი ყვებოდა: «უეცრად, სამოსი, რომელსაც ვატარებდი, მომბეზრდა. მომინდა რაღაც ახალი მომერგო. მაგალითად, მოტკეცილი ტანსაცმელი. მაგრამ, ჩემი წონისთვის ეს შეუძლებელი იყო. მაშინ მივხვდი, რომ გახდომა მესაჭიროებოდა. გახდომის შემდეგ ვიწონიდი იმდენს, რამდენსაც 20 წლის ასაკში”.
იმ დროს ლაგერფელდი ინტერვიუებში დიეტასა და მოტივაციაზე ხშირად საუბრობდა, მაგრამ კონკრეტულად არაფერს ამხელდა. ის დიეტას ერთადერთ თამაშს უწოდებდა, რომელში დაკარგვით იგებ. მისი დაცვით არამხოლოდ ზედმეტ წონას ეთხოვები, არამედ ხვდები, რომ საკუთარი თავის შეცვლის უნარი გაქვს.
ლაგერფელდი ელეგანტურ მამაკაცად იქცა, ამასთან გაახალგაზრდავდა. დიეტის პრინციპები ძალიან მარტივი იყო: ნახშირწყლებზე უარის თქმა, რაფინირებული და შემწვარი საკვები, ნაკლები ცხიმი, მეტი ბოსტნეული და ცილა.
ექიმი უდრე დიეტას რამდენიმე ეტაპად ყოფდა:
პირველი ორი კვირა მხოლოდ ცილა-ბოსტნეულის რაციონი უნდა ყოფილიყო – დღეში 900 კალორია. ცილის წყარო პროტეინების კოქტეილებია.
შემდეგ კალორიულობა იზრდებოდა 1200-მდე, რაციონში ჩნდებოდა ქათმის მკერდი, თევზი, ყველი, სამარხვო ხორცი და იგორუტი მცირე დოზებით. ასევე, ბოტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით რჩებოდა. ეს ეტაპი სასურველ შედეგამდე გრძელდებოდა.
დაკსვნითი ნაწილი დღეში 1300-1600 კალორიის მიღება გახდა, საუზმეს პური, ვახშამს ხილი დაემატა.
მთელი წელი თავისი მოდელების მსგავსად იკვებებოდა. მისი ყოველდღიური მენიუ, განსაკუთრებით დასაწყისში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საუზმეზე ყავა, ტოსტი და გრეიფრუტი, სადილზე ცილის კოქტეილი და ბოსტნეული… საკვები საკმაოდ მოკრძალებული იყო ყოველ ჯერზე.
კარლის რჩევები
- არ მოუყვეთ არავის თქვენს ფიქრებზე, ეს მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით. საკუთარ თავს მოელაპარაკეთ და ენერგია მის შესრულებაზე მიმართეთ.
- საკვების ყოველი მიღება ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს: მორთეთ მაგიდა, შეალამაზეთ კერძი და დატკბით მისით.
- წონის კლების პროცესი ორგანიზმისთვის რთული და სტრესის მომგვრელია. არ დაუმატოთ ამ სტრესს ინტენსიური ვარჯიშები. სჯობს დაკავდეთ სარულითა და სეირნობით.
- პროდუქტების ყიდვა რუტინიდან სასიამოვნო საქმიანობად აქციეთ.
ეს რჩევები ნებისმიერ დიეტას მოუხდება, მთავარია გადაწყვიტოთ და გადაწყვეტილება მტკიცედ დაიცვათ. ლაგერფელდმა დაგვარწმუნა, რომ 70 წლის ასაკშიც არაა გვიან რადიკალურად შეცვლა.