აი, რატომ გრძნობთ თავს მშვიდად ეკლესიაში. საკმეველს ჯადოსნური თვისებები აქვს.

საკმეველი უძველესი სურნელოვანი ნივთიერებაა, რომელსაც წმინდა წერილებში ვაწყდებით. მისი წყარო უშვიათი ხე ბოსველიაა, რომელიც ინდოეთსა და აღმოსავლეთ აფრიკაში ხარობს. მისი ფესხვებიდან თეთრ წვენს იღებენ, რომელიც რამდენიმე დღეშ ქვავდება.

საუკეთესო საკმეველს ათონის მთაზე ამზადებენ. მას არომატულ ზეთს და წყალს უმატებენ. შემდეგ ჭრიან და აშრობენ.

ქრისტიანული ეკლესიების ჰაერი საკმევლის სუნითაა ცნობილი.

ხალხური მედიცინა სავსეა რეცეპტებით, რომელთა მეშვეობითაც საკმეველს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ გამოვიყენებთ.

ეკლესიებში მის არსებობას შემდეგნაირად ხსნიდნენ: “საკმეველი შესაწირია, ძღვენი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ღმერთის მიმართ მადლიერებას და სიყვარულს გამოხატავს.”

“ჩვენ მას ვწვავთ შეწირულობის სახით.”

ეგვიპტეში შენიშნეს, რომ ეპიდემიები ეკლესიებს გვერდს უვლიდა, თუ იქ საკმეველი იწვოდა. 1770 წელს როცა მოსკოვში შავი ჭირი გვარცელდა, სამების ეკლესია სასწაულებრივად გადარჩა. ის ყველასთვის ღია იყო და არავინ ყოფილა დაშავებული.

1608 წელს მისგან კრისტალებს ამუშავებდნენ, რომელიც მშვენიერი ანტისეპტიკური საშუალება იყო. აღმოსავლურ მედიცინაში ითვლება, რომ საკმევლის არომატი ორგანიზმის აღდგენას და ენერგეტიკული დაცვის გაძლიერებას ხმარდება.

თანამედროვე არომათერაპევტების აზრით, საკმეველი ჰემოსტატიკური, მოსადუნებელი და ანტისეპტიკური საშუალებაა.

მისი არომატი საუკეთესოა მედიტაციისთვის, ასევე რთული დღის შემდეგ მოდუნებისთვის და ძილის წინ.

გამოყენება სახლის პირობებში

გასუფთავება
საკმეველი ბინას და სახლს ნეგატიური ენერგიისგან იცავს. სანამ დაანთებთ, დაალაგეთ ოთახი, გადაყარეთ ნაგავი, გაწმინდეთ მტვერი.

დამწვრობის კრემი
შეაერთეთ ღორის ან ქათმის ცხიმი და საკმევლის ფხვნილი (პროპორცია 3:1) აურიეთ ერთგვაროვან მასამდე და გაანაწილეთ კანის დაზიანებულ ადგილებზე. 2-3 სთ-ის შემდეგ მანიპულაცია გააგრძელეთ.

კანის კრემი
აურიეთ საკმევლის ფხვნილი და სახის დამატენიანებელი გელი. დაიდეთ კანზე, დაიმასაჟეთ და ნახევარი საათის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

საკმევლის ხსნარი მწეველებისთვის
აიღეთ 10 ჩ.კ ნატურალური საკმეველი, დაასხით 250 მლ სუფთა სპირტი და დადგით ბნელ ადგილას. ხსნარი მოგიხსნით ხველას და გაგისუფთავებთ ფილტვებს. ასევე მოარჩენს გაციებას და ლარინგიტს.

აიღეთ 20-30 წვეთი ხსნარი, გახსენით 100მლ წყალში და დალიეთ დილით. მკურნალობა 2 კვირა გრძელდება.

თმის ნიღაბი
აურიეთ 480მლ თბილი წითელი ღვინო და 15-20 გ საკმევლის ფხვნილი. აურიეთ ბლენდერით ან მიქსერით, სურვილის შემთხვევაში დაამატეთ ქათმის კვერცხი. გაინაწილეთ თმაზე და სახის კანზე. დაიტოვეთ 45 წთ.

ღრძილების ანთებისთვის
თუ მგრძნობიარე ღრძილები გაქვთ ან ანთება აღგენიშნებათ, გამოიყენეთ დაჭყლეტილი საკმეველი. ჩაყარეთ წვრილ ჭიქაში, იგივე მოიმოქმედეთ ხმელ ქონდარზე. შეაერთეთ ერთნაირი რაოდენობით და დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილი.

კომენტარის დატოვება