ეს 7 მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ პურზე სამუდამოდ თქვათ უარი

დიდი სიყვარულის ან უბრალოდ ჩვევის გამო ბევრი ჩვენგანი პურს თითქმის ყველაფერს აყოლებს: სუპს, ომლეტს, მაკარონსაც კი! ნოყიერი პური კვების პროდუქტია, რომელზეც ყველა თაობა იზრდება. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ პურის გარეშე ცხოვრება უმჯობესია.

კანის გაუმჯობესება, წონაში კლება, ენერგიის მოზღვავება… წარმოგიდგენთ შედეგს, რასაც პურზე უარის თქმა გამოიწვევს.

მავნებლობა

შვრიის, ჭვავის თუ უსაფუარო პურზე დიეტოლოგებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ. თეთრი პური ხორბლის ფქვილით კი სულ სხვა რამეა. სპეციალისტების აზრით ის უფრო მეტად მავნეა, ვიდრე სასარგებლო.

მიზეზები პურზე უარის სათქმელად

ნული სარგებელი
თეთრი პურის სასარგებლო თვისებები კეთების პროცესში იკარგება.

გემოს არარსებობა
თეთრ პურს სპეციფიკური გემო არ აქვს, ამიტომაც შეუყვარდა ბევრ ადამიანს. მისი მიყოლებით კერძის გემო არ იკარგება. მაგრამ, არც უმჯობესდება.

ტოქსიკურობა
მეწარმეები სოკოებისა და ზიანის მომტანი არსებებისგან თავის დასაცავად წარმოებაში ქიმიკურ ნივთიერებებს უშვებიან. იმისთვის, რომ ცომი თეთრი იყოს, სპეციალურად ათეთრებენ. უნდა დააზუსტოთ რომელი ფქვილისგანაა პური დამზადებული ორგანულისგან თუ რაფინირებულისგან, რადგანაც ეს უკანასკნელი უფრო მავნეა.

კანის პრობლემები
სანამ კოსმეტოლოგზე თანხას დახარჯავთ, რაციონს გადახედეთ. ანთება კანზე ხშირად მავნე საკვების ბრალია. გლუტეინი, რომელიც თეთრ პურშია, პრაქტიკულად ორგანიზმიდან არ გამოიძევება.

დამოკიდებულება
კექსები, ფუნთუშა, კრუასანი და ღვეზელი დამოკიდებულებას იწვევს. პურის ნაჭერი სისხლში შაქრის შემცველობაზე მოქმედებს. მათი ზედმეტი გამოყენება შესაძლოა დიაბეტის გაჩენის მიზეზი გახდეს.

ნაადრევი დაბერება
დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ ცომეულის მოყვარულები უფრო უფროსებად გამოიყურებიან, ვიდრე არიან. მიირთვით მხოლოდ ჭვავის ან შვრიის პური.

ცუდი საჭმლის გადამუშავება
თუ შებერილობა გაწუხებთ, შესაძლოა გლუტეინის ბრალი იყოს. თუ კუჭ მას ვერ იღებს, მაშინ საკვებიდან ვერც მკვებავ ნივთიერებებს გადაამუშავებს.

ზედმეტი წონა
პურზე უარის თქმით ოცნების ფიგურას მიუახლოვდებით. შეგიძლიათ საერთოდ უარი არ თქვათ მასზე და დიეტური პური მიიღოთ. ისინი ნაკლებად კალორიულია.

თუ არ ხართ მზად თეთრი პური მთლიანად ამოიღოთ რაციონიდან, მაშინ მიიღეთ ხორბლის პროდუქტი სხვადასხვა დანამატებით: ხახვით, სტაფილოთი, გოგრით, წიწიბურათი, სელით. მათში სასარგებლო უჯრედებიცაა. პურზე უარის თქმამ შესაძლოა უგუნებობა გამოიწვიოს, ამიტომაც დღეში ერთი ნაჭერი მიიღეთ და დეპრესიასაც გაექცევით.

კომენტარის დატოვება