ეს კენკრა იმდენად სასარგებლოა, რომ მთელი წელი ექიმი არ დაგჭირდებათ

ძახველი საოცარი მცენარეა. ის დიდ ძალას ფლობს. ჩვენ წინაპრებში ძახველი ქალის სილამაზის და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ ითვლებდა.

სასარგებლო თვისებები

ძახველის უნიკალურობა იმაშია, რომ სამკურნალო თვისებები გამოირჩევა მისი ყველა ნაწილი: ფესვი, ღერო, კენკრა, ყვავილი და ფოთოლი.

ქერქი
ის დეზინფექციურ ხასიათს ატარებს, ამიტომაც ხშირად იყენებენ გარეგანი თუ შინაგანი სისხლდენისას, სტომატოლოგიური პრობლემების დროს, ასევე დერმატიტის და ეგზემის შემთხვევაში.

იმისთვის, რომ მოამზადოთ ხსნარი, აიღეთ 10 გ დაჭყლეტილი მშრალი ქერქი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 30 წთ გააჩერეთ. შემდეგ გაცერით და დაამატეთ წყალი, რათა ჭიქა საშუალებით გაავსოთ. შეგიძლიათ გამოივლოთ ან დალიოთ.

კურკები
შეგიძლიათ შეწვათ და ყავის მსგავსი სასმელი დაიმზადოთ, უფრო სასარგებლო და მატონიზირებელი. ასევე მიღეთ შინაგანად ტოქსინებისგან რომ განთავისუფლდეთ, ამასთან, აღადგენთ კუჭის მიკროფლორას.

კენკრა
რა თქმა უნდა, მთავარი ვიტამინების წყარო თავად კენკრაა. ეს პატარა მარცვლები სასარგებლო ნივთიერებების ზარდახშაა – ვიტამინები С, А, Е, Р, К, ორგანული მჟავები, თუთია, იოდი, რკინა – ჩამონათვალი კიდევ მცირეა.

მას ბევრი დაავადების მოსარჩენად იყენებენ. მისი ხსნარი ებრძვის კუჭ-ნაწლავის ავადმყოფობებს: კოლიტს, ენტერიტს, წყლულს. იმისთვის, რომ ხსნარი მოამზადოთ 3 ს.კ. დაჭყლეტილ კენკრას 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაუმატეთ. დადგით 3 სთ, შემდეგ გაცერით. მიიღეთ 80მლ დღეში 3-4 ჯერ ჭამამდე 40 წუთით ადრე.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ნახარში. დაგჭირდებათ 3 ს.კ. დაჭყლეტილი კენკრა და 300მლ ცხელი წყალი. დაასხით კენკრას წყალი და ნელ ცეცხლზე 15 წთ გააჩერეთ შემდეგ გაცერით და საჭმლის მიღებამდე დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა დალიეთ.

ის დამამშვიდებელი საშუალებაა, გაწმენდს ორგანიზმს, მოხსნის ტკივილს და უშველის გაციებას.

ყვავილები
ხალხურ მედიცინაშ მას ალერგიის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ამისათვის 35 გრამი ყვავილის ნაყენს 2 ჭიქა ადუღებული წყალი დაამატეთ. ხსნარი 20 წთ გააჩერეთ, გაცერით და დღეში ორჯერ დალიეთ.

ფოთლები
მათი წვენისგან კანის დაავადებებისთვის მშვენიერი საშუალება მიიღება. საკმარისია ნედლი ფოთლები წვრილად დაჭრათ და წვენი გამოწუროთ. დაიდეთ ის დაზიანებულ ადგილებზე. უშველის გამონაყარს, დერმატიტს, ეგზემას…

შეგიძლიათ მოამზადოთ სასმელი, რომელსაც ორგანიზმზე ერთნაირი ეფექტი ექნება და სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს, მოხსნის წნევას, გააძლიერებს ორგანიზმს და გააჯერებს სხეულს ვიტამინებით. დალიეთ სასმელი დილით და თავს მშვენივრად იგრძნობთ. აი რეცეპტიც:

ინგრედიენტები

  • 1 მუჭა კენკრა
  • წყალი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

იმისთვის, რომ სასმელი მოამზადოთ, კენკრა ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ, დაასხით თბილი წყალი და დაამატეთ 1 კოვზი თაფლი. შეგიძლიათ ლიმონიც ჩააწუროთ. ეს სასმელი აუცილებლად შეგიცვლით დილის ყავას. დალიეთ უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ძახველსაც აქვს უკუჩვენებები. ნუ მიღებთ ალერგიის, გასტრიტის, ართრიტის და რევმატიზმის დრს. ფრთხილად უნდა მოიხმარონ ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა.