თქვენს კოსმეტიკის ნივთებში აუცილებლად უნდა იკავებდეს ადგილს კანის მოვლის უნივერსალური საშუალება – კაკაოს ნაჭრები ნაოჭების ძვირადღირებულ კრემსაც ცვლის და დერმატოლოგიურ პრობლემებსაც კურნავს.
გამოყენება
თუ ადრე კაკაოს მხოლოდ თბილი სასმლის სახით იღებდით გაციებისას, იცოდეთ რომ მისი სამკურნალო თვისებები ამით არ მთავრდება. ნატურალური კაკაოს ზეთი მშვენივრად ატენიანებს და კვებავს კანს, აახალგაზრდავებს უჯრედებს და ებრძვის ნაოჭებს, ამცირებს ალერგიის წარმოქმნას და ანელებს დაბერების პროცესს. ზეთი ჭრილობებსაც აშუშებს და კანს ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს.
კაკაოს ზეთი სუფთა მდგომარეობაში იშვიათად გამოიყენება. ის შეგიძლიათ მოახმაროთ ცხიმიან და პრობლემურ კანს, ასევე აკნეს.
კაკაოს ზეთი სახისა და სხეულისთვის
ნიღაბი მშრალი დანაოჭებული კანისთვის
აურიეთ 1 ს.კ. კაკაოს ზეთი, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. სტაფილოს წვენი, კვერცხის გული და 10 წვეთი ლიმნის წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთით, გაექეცით თვალებს შორის არსებულ წრეებს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნაზი სკრაბი მშრალი კანისთვის
წყლიან ჭურჭელში გახსენით 1 ს.კ. კაკაოს ზეთი. აურიეთ 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. შვრიის ფქვილი. აცალეთ გაშრობა და გამოიყენეთ როგორც სკრაბი. შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.
მკვებავი კრემი
წყლიან ჭურჭელში გახსენით 2 ს.კ. კაკაოს ზეთი, 2 ს.კ. შის კარაქი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 10 წვეთი ვიტამინი E. მსუბუქად აურიეთ ნარევი და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში არაუმეტეს 30 დღისა.
ნიღაბი შეღებილი თმისთვის
აიღეთ 2 ს.კ. მშრალი როზმარინი და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. ცოტახანი დადგით. შემდეგ გაათბეთ და აურიეთ 2 ს.კ. დამდნარი კაკაოს კარაქი და 5 წვეთი ნუშის ზეთი. მიღებული მასა დატენიანებულ თმაზე წაისვით, მთელ სიგრძეზე.
ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
აურიეთ თანაბარი რაოდენობით კაკაოს ზეთი და Burdock-ის ზეთი. დაამატეთ 5 წვეთი ნუშის, ფორთოხლის ზეთი და ვიტამინი A-სა და E-ს ხსნარი. დაიდეთ ნიღაბი თმის ძირებზე და გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. შეიკარით თმა პირსახოცით და 20-30 წთ აცალეთ. ჩამოიბანეთ შამპუნით.
კრემი კანისთვის
გამოიყენეთ კაკაოს კარაქი ხელის და ფეხის მშრალი კანის კრემის სანაცვლოდ. კარაქის ნაჭრები წაისვით სხეულზე ბანაობის შემდეგ.
ფრჩხილების გამაგრებისთვის
აურიეთ 1 ჩ.კ. დამდნარი კაკაოს კარაქი, 1 ჩ.კ. ზღვის მარილი და 1 ს.კ. ლიმნის წვენი. მიღებულ მასაში გააჩერეთ თითები 15-30 წთ.
ორსულებისთვის
იმისთვის რომ კანზე ხაზები არ გაგიჩნდეთ, კაკაოს ზეთი მუცლის არეზე დღეში 1-2 ჯერ წაისვით.
ტუჩები რომ არ გაგიშრეთ და ნაოჭები არ გაგიჩნდეთ, მოამზადეთ მკვებავი ბალზამი ტუჩებისთვის:
დაგჭირდებათ
- 1 ჩ/კ კაკაოს ზეთი
- 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
- 0,5 ჩ/კ თაფლი
- 3 წვეთი ნუშის ზეთი
- 3 წვეთი ლავანდას ზეთი
ბალზამს იყენებენ კანის პრობლემური ადგილებისთვის. კომფორტულობისთვის გამოიყენეთ ტუჩსაცხის ბოთლი ან მსგავსი კონტეინერი.
გაათბეთ ინგრედიენტები წყლიან ჭურჭლში და კარგად აურიეთ. მიეცით ფორმა და მოათავსეთ მაცივარში.