ღვიძლი ჩვენი სხეულის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. ის მუდამ გვეხმარება გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან, რომლებიც ორგანიზმში იკარგებიან. მავნე საკვების, ალკოჰოლის და სტრესის გამო, ღვიძლს უფრო და უფრო ურთულდება საქმის წარმოება. ამიტომაც, დროდადრო ეს ორგანო უნდა გავწმინდოთ.
წარმოგიდგენთ 6 პროდუქტს, რომელიც მარტივად გაასუფთავებს თქვენს ღვიძლს. დიეტის დროს უარი თქვით ალკოჰოლზე, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა, რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი, მარილიანი, შემწვარი და შებოლილი. ნუ შეჭამთ ბევრ შაქარს, ჩაანაცვლეთ ის თაფლით.
პროდუქტები ღვიძლისთვის
ნიორი
ნიორს ბევრი სასარგებლო თვისება აქვთ, ერთ-ერთი ღვიძლის გასუფთავებაა. ამ ფუნქციას ის ანტიოქსიდანტების და მინერალების წყალობით ფლობს. წნევის დასარეგულირებლად და სისხლძარღვების გასასფუთავებლად სელინი აუცილებელია, რასაც ნიორი შეიცავს.
გრეიფრუტი
თუ მას ზომიერად მიიღებთ, ღვიძლს ყველაფერი წესრიგში ექნება. ეს ციტრუსი გლუტატიონის ბუნებრივი წყაროა. ის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც ღვიძლს კვებავს და იმუნიტეტს აძლიერებს. შეგიძლიათ უბრალოდ ჩააგდოთ ჩაიში ლიმნის ნაცვლად.
ჭარხალი
ჭარხალი არამხოლოდ კუჭის პრობლემების დროსაა სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვანია ღვიძლის სწორი მუშაობისთვის. ეს ბოსტნეული მის უჯრედებს აღადგენს.
ზეითუნის ზეთი
ღვიძლის გასუფთავებისთვის სალათებში ზეითუნის ზეთი დაამატეთ. მას გამაძლიერებელი ზემოქმედება აქვს. შეგიძლიათ უზმოზეც დალიოთ. მისი პროდუქტებში დამატება სავსებით ჩვეულებრივი ამბავია.
თაფლი
მართალია ტკბილზე უარი უნდა თქვათ, მაგრამ თაფლზე არა. დიეტოლოგები გვირჩევენ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჩ.კ. თაფლი მივიღოთ, დღეში ორჯერ. თაფლის აქტიური კომპონენტები ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს აღადგენენ და მასში მიმდინარე პროცესებს გააუმჯობესებენ.
ქურქუმა
ღვიძლს აღმოსავლური სუნელი უყვარს. დაამატეთ კერძებში, განსაკუთრებით ხორციანში. ქურქუმა გააჯანსაღებს ამ ორგანოს.
ეცადეთ რაციონში დაამატოთ აქედან რომელი პროდუქტი მაინც და შენიშნავთ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა.