რა არ უნდა გავაკეთოთ ჭამის შემდეგ

უკანასკნელ პერიოდში ბევრმა ადამიანმა დაიწყო ფიქრი თავის კვებასა და გარეგნობაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი მოდაში შემოდის. მივირთმევთ პატარა პორციებით და ვცდილობთ ავირჩიოთ სასარგებლო საკვები მავნის ნაცვლად. მაგრამ, მხოლოდ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა რას ჭამთ, არამედ რას აკეთებთ ჭამის შემდეგ.

თურმე, კვების შემდეგ ბევრი მავნე ჩვევა არსებობს, რომლებსაც არ ვუფიქრდებით. ზოგიერთს ის სერიოზულ დაავადებად ექცევა. ზედმეტი უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, საინტერესოა, რა გვეკრძალება ჭამის შემდეგ…?

ხილის მირთმევა

ხილი სჯობს მშიერ კუჭზე მიიღოთ. რატომ არ უნდა მიაყოლოთ ის საკვებს?

პირველ რიგში, ხილი რომ გადამუშავდეს, დიდი რაოდენობით სხვადასხვა ფერმენტი სჭირდება. მეორე რიგში, ფრუქტოზას დიდი დრო უნდა, რომ მთლიანად შთაინთქას. მესამე რიგში, ხილისგან უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, თუ ცარიელ კუჭზე მიიღებთ.

დამტკიცებულია, რომ კუჭის აშლილობის, გულძმარვის და სხვა უსიამოვნების მიზეზი შესაძლოა სწორედ სადილისთვის ხილის მიყოლება იყოს.

შხაპის მიღება

თუ საკვების მიღების შემდეგ, ეგრევე აბაზანაში გაიქცევით, ხელებსა და ფეხებზე სისხლის მიმოქცევა დიდი დოზით გაიზრდება. შედეგად საჭმლის მონელება შენელდება. მუცლის ტკივილი ამ ქმედების შედეგია.

მოწევა

ნიკოტინი ორგანიზმში ჟანგბადის რაოდენობას ამცირებს. ჟანგბადი კი საჭმლის მონელებისთვის აუცილებელია.

საჭმლის შემდეგ მოწევა ორგანიზმს ისეთ ზიანს მიაყენებს, როგორიცაა 10 სიგარეტის მიყოლებით მოწევა. კუჭის და ფილტვის კიბოს რისკი გაიზრდება.

სეირნობა

დაიცადეთ ნახევარი საათი და შემდეგ გაისეირნეთ. წინააღმდეგ შემთვევაში დისკომფორტი შეგექმნებათ.

სპორტით დაკავება

ჭამის შემდეგ, ორგანიზმის მთელი ძალისხმევა საკვების გადამუშავებისკენაა მიმართული. თუ თავს ფიზიკურად დაიტვირთავთ, ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

საჭესთან დაჯდომა

არ მართოთ მანქანა საკვების მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში. გარკვეული დროით კონცენტრაცია ეცემა და ძილის გერევათ.

ჩაის დალევა

ჩაიში მჟავებია, რომლებიც საკვებიდან 87% რკინის შეწოვას ამცირებენ. ამას ხშირად მივყავართ სისუსტესთან, ტკივილთან, ანემიასთან, თავბრუსხვევასთან, ქრონიკულ დაღლილობასთან.

ტკბილის ჭამა

სწორედ ესაა ზედმეტი წონის მიზეზი. ადამიანების 75 % ვინც საკვებს ტკბილს აყოლებს, 35 წლის შემდეგ ჭარბი წონით იტანჯება.

ძილი

უძილობა და მუცლის გაბერვა – აი ამას მიიღებთ ჭამის შემდეგ ეგრევე დასაძინებლად თუ გაემართებით. ისინი, ვინც გარკვეული დრო ფხიზლად არიან, ინსულტის არ უნდა შეეშინდეთ.

კბილების გამოხეხვა

უცნაურია, მაგრამ ეს ქმედება თქვენს კბილებს დააზიანებს. დაიცადეთ ნახევარი საათი, სანამ ჯაგრის მოიმარჯვებთ.

კომენტარის დატოვება