ალექსეი კოვალკოვი — ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიეტოლოგია. 10 წლის წინ თავად იტანჯებოდა ზედმეტი წონით. სწორედ ამან უბიძგა შეექმნა სპეციალური კვების სისტემა, რომელიც წონის ჯანსაღად კლებას შეუწყობდა ხელს.
ალექსეი შემუშავებული გეგმით ნახევარი წლის მანძილზე იკვებებოდა და საოცარ შედეგს მიაღწია. ექიმმა 52 კილო დაიკლო. სამედიცინო მეცნიერების დოქტორმა დაარსა კლინიკა, რომელიც წონის დაკლებაში უკვე 6 ათას პაციენტს დაეხმარა.
კოვალკოვი დიეტებს არ აღიარებს და დარწმუნებულია რომ ნებისმიერი აკრძალვა გადაულახავ სურვილად იქცევა. ნებისმიერმა ადამიანმა ჯანსაღი გახდომა და ნორმალური წონის კონტროლი შემდეგნაირად უნდა მოახერხოს:
- წონის მომატების ინდივიდუალური პრობლემა უნდა გამოააშკარავოს
- გახდომის პროცესზე პასუხისმგებლობა აიღოს
- მიზნის სწორი ფორმულირება მოახდინოს
ალექსეი კოვალკოვის ძირითადი პრინციპები
მოსამზადებელ ეტაპზე სიგამხდრის მსურველებმა რაც შეიძლება მეტი დრო უნდა დახარჯონ მოძრაობაში. ამ მხრივ ნაბიჯების მთვლელი შესანიშნავი ასისტენტია. დღეში 8000-დან 12000-მდე ნაბიჯი უნდა გადადგათ.
ასევე, უარი უნდა თქვათ საკვებზე, რომლებიც სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავენ, ესენია: ფასტფუდი, ცომეული, ტკბილეული და ტკბილი გაზირებული სასმელები.
ერთ-ერთ მთავარ პრინციპად ალექსეი კუჭ-ნაწლავის სისტემის მსუბუქ გასუფთავებას თვლის. მომზადების ეტაპი 2-4 კვირა გრძელდება. ახალი ჩვევები ყალიბდება და 3-5 კილოს ადვილად ეთხოვებით.
გახდომის პირველ ეტაპზე ბალანსირებულ კვებას ძალისმიერი სავარჯიშოები ემატება. პაციენტები სწავლობენ მიიღონ სიამოვნება სასარგებლო პროდუქტებისგან. ასეთი მეთოდიკით დღეში 200 გრამამდე იკლებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცესი შედეგის დაფიქსირებაა. ის 12-18 თვის მანძილზე გრძელდება. ამ დროს ფიგურა ცხოვრების აქტიურ წესს იმკვიდრებს. მთავარია არ დაგავიწყდეთ 8000-12000 ნაბიჯის გადადგმა, სწორი პროდუქტებით კვება და მათი სწორი შეხამება.
სწორი კვება
- მთავარია ცილის პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით. ექიმი გირჩევთ ყოველდღე 2 მოხარშული კვერცხი მიირთვათ.
- მიირთვით ქატო. ის დაგანაყრებთ და წონას არ მოგიმატებთ.
- ალექსეი გვირჩევს მივირთვათ დაფნის ფოთლები, კიტრი, მწვანილი და ბულგარული წიწაკა. ეს პროდუქტები დღის ნებისმიერ დროს განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღეთ.
- კედრის თხილიც სხეულზე ცხიმის დაგროვებას შეაფერხებს.
- საუზმისთვის რთული ნახშირწყლები გამოგადგებათ. მაგალითად შვრია, წიწიბურა. მაღი დახმარებით ენერგიის მარაგს შეივსებთ და მთელი დღე დანაყრებული იქნებით.
დიეტოლოგი თვლის, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და უნივერსალური გახდომის სქემა არ არსებობს. თუმცა, თუ ზედმეტი 5 კილოს დაკლება გსურთ, შეგიძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედოთ. მაგრამ, გლობალური პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ დიეტოლოგს.
დიეტოლოგი გვირჩევს, რომ ერთადერთი უნივერსალური წესი რაციონიდან ამ 4 პროდუქტის ამოღებაა: შაქარი და მისი შემცველი საკვები, ცომეული, კარტოფილი და თეთრი გაპრიალებული ბრინჯი.