როგორ გავწმინდოთ ფილტვები: მარტივი საშუალება თქვენს სუნთქვას გააჯანსაღებს.

მოწევისგან მიღებული ზიანი აქტუალური საკითხია. ამ ჩვევაზე უარის თქმა ძალიან რთულია, ვითარდება ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დამოკიდებულება და ორგანიზმის მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება.

ხშირად, რამდენიმე თვის და წლის შემდეგ, რაც უკანასკნელი ღერი მოწიეთ, მდგომარეობა არ უმჯობესდება. ეს ხდება იმიტომ, რომ მოწევის პერიოდში ფილტვები ტოქსიკური მინარევებით დაზიანდა და პასიური მოწევის გამო, მავნე ნივთიერებები შეკრებას განაგრძობენ. ამიტომაც, საჭიროა ფილტვების რეგულარული გასუფთავება.

ელექსირის კომპონენტების სარგებელი

ჯანჯაფილის ფესვი ფილტვებიდან ზედმეტ ლორწოს გამოდევნის. ასევე სასუნთქ გზებს ტოქსინებისგან გაანთავისუფლებს.

ხახვი ანთების საწინააღმდეგოა, ამიტომაც ხველას განსაკუთრებით შველის. ასევე, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოდგება.

თაფლი ანტისეპტიკური საშუალებაა და იმუნიტეტს აძლიერებს.

ქურქუმა ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი და ორგანიზმს აღდგენაში სწრაფად ეხმაება. ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს.

როგორ გავასუფთავოთ ფილტვები მოწევის შემდეგ

რა დაგჭირდებათ

  • 400 გ ხახვი
  • 1 ჯანჯაფილის მოზრდილი ფესვი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ჩ.კ. ქურქუმა
  • 400 გ თაფლი

მომზადება

  1. დაამატეთ წყალს თაფლი და აადუღეთ.
  2. დაჭყლიტეთ ხახვი და ჯანჯაფილი, დაამატეთ მდუღარე წყალში.
  3. როცა ნარევი კვლავ ადუღდება, ჩააგდეთ ქურქუმა და დაუწიეთ ცეცხლს.
  4. მოხარშეთ.
  5. საცერში გაატარეთ და გააცივეთ.
  6. შეინახეთ მაცივარში და დალიეთ ყოველდღე 2 ს.კ. უზმოზე და 2 ს.კ. ვახშმამდე 2 საათით ადრე.

აუცილებლად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და მიხედეთ კვების რაციონს.