როგორ უნდა გავხდეთ სწრაფად ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების და განწყობის გაფუჭების გარეშე?
გიყვართ შვრია, ხაჭო და ვაშლი? მაშინ ეს დიეტა თქვენთვისაა! მხოლოდ ეს 3 პროდუქტი დაგეხმარებათ გახდეთ ისე, რომ თავი დანაყრებულად იგრძნოთ. გამოემშვიდობეთ საკუთარ თავზე ძალადობას და ცუდ განწყობას.
“3 პროდუქტის დეტასაც” აქვს თავისი უკუჩვენებები, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ საკუთარ თავზე გამოცდით. თუ სერიოზული დაავადებები გაქვთ, ჯერ ექიმ-სპეციალისტს მიმართეთ.
დიეტოლოგები ამ კვების რეჟიმის დაცვისას 4-5 დღის მანძილზე კეფირის დამატებასაც გვირჩევენ. 10 დღის შემდეგ დისკომფორტი და ცუდი შეგრძნებები გაქრება.
3 კომპონენტის განსაკუთრებულობა
შვრია — ნახშირწყლების ძირითადი წყარო. მისი წყალობით შიმშილის გრძნობა აღარ გაქვთ და კუჭის ფუნქციონირებაც უმჯობესდება. ასევე, შვრია საჭმლის მომნელებელ სისტემას ასუფთავებს, გამოდევნის საკვების ნარჩენებს.
შვრიით საუზმისას ორგანიზმს დაანაყრებთ. მოხარშეთ წყალში შაქრის და მარილის გარეშე. გემოსთვის შეგიძლიათ ჩააგდოთ დარიჩინი ან 1 ჩ.კ. თაფლი.
ვაშლი აირჩიეთ ყვითელი ან მწვანე, არატკბილი მარა წვნიანი. ეს ხილი წმენდს ორგანიზმს და მას დიდი რაოდენობით ვიტამინებითა და მინერალებით ავსებს. ვაშლი ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
ხაჭო ჩვეულებრივი იყიდეთ, მაგრამ არა უცხიმო. კალციუმი და ფოსფორი ძვლებს, ფრჩხილებს და კბილებს გაგიმაგრებთ. ხაჭო ცილის საუკეთესო წყაროა და კუნთოვანი მასის მომატებისთვის საუკეთესოა, ამიტომაც სპორტსმენებს ის ძალიან უყვართ.
დიეტის ზუსტი მენიუ
- საუზმე: შვრია წყალზე 2 ვაშლით, შაქრის და მარილის გარეშე.
- სადილი: 100 გ ხაჭო დარიჩინითა და ვაშლით, 2 ვაშლი დესერტზე.
- ვახშამი: 100 გ ხაჭო და 3 ვაშლი, ბალახის ჩაი ჰვირილით და შაქრის გარეშე.
ვაშლი შეგიძლიათ ხაჭოსთან და სუნელებთან ერთად გამოაცხოთ, ასევე გააკეთოთ კოქტეილები ბლენდერში შვრიისგან, ვაშლისგან და დარიჩინისგან. ასევე, დაამზადეთ ვაშლის სმუზი. ყოველდღე ნახევარი ლიტრა სითხე დალიეთ. ეს შეიძლება იყოს მინერალური წყალი ან მცენარეული ჩაი.