ნიგოზის და თაფლის სარგებლიანობის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიგეთ. ოჯახში მათ ხშირად იყენებდნენ. ამ ორი სასარგებლო კომპონენტის ერთად შერწყმა ნებისმიერ ტკბილეულს და დესერტს ჩაანაცვლებს. ასევე იმოქმედებს ტვინის ეფექტურ მუშაობაზე. ნიგოზი და თაფლი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი….
ნიგოზი თაფლით
ინგრედიენტები
- 100 გ ნიგოზი
- 2 ს.კ. თაფლი
გამოყენება
ნიგოზი აუცილებლად დაჭყლიტეთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები მაქსიმალურად მიიღოთ. იდეალური ვარიანტია ბლენდერში ან ყავის საფქვავში გატარება.
სამკურნალო პორცია სამ ნაწილად გაყავით. თაფლისა და ნიგვზის მასა დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ.
მათი მომზადების უფრო ტრადიციული მეთოდიც არსებობს. აიღეთ ნიგვზის 2 ნაწილი და თაფლის 1 ნაწილი. მოათავსეთ სუფთა შუშის ქილაში.
ეს მასა 1.ს.კ. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, საჭმლის წინ. ნიგოზი ძალიან კარგად უნდა გაჭყლიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ ექნება.
რა სარგებელი მოაქვს ამ ნარევს
აძლიერებს იმუნიტეტს
ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტები არიან. იოდი, ვიტამინები და მიკროელემენტები, რომლებიც მათში შედიან, ინფექციებს ებრძვიან.
სწრაფად აღადგენენ ორგანიზმს ავადმყოფობის შემდეგ
ნებისმიერი დაავადება სხეულისთვის სტრესია. ეს მასა ენიშნებათ მათაც კი, ვინც ინფარქტი გადაიტანა!
აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
რკინა, თაფლი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6, რომლებიც ამ მასაში შედიან, ორგანიზმს სისხლის ახალი უჯრედებით ავსებენ.
კურნავს ანემიას და არ აძლევს საშუალებას ისევ გაჩნდეს
თუ მას ხშირად გამოიყენებთ, ანემია საშიში აღარ იქნება. რკინა, რომელიც ნიგოზშია მარტივად ერწყმის ორგანიზმს.
ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს
ის ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესს უწევს სტიმულირებას. რადგანაც კალორიულია, არ მიიღოთ დღეში 2 ს.კ.-ზე მეტი და გახდომასაც შეძლებთ. ნიგოზში შემავალი ცხიმები ამას ხელს უწყობენ.
აქტიურდება ტვინი
ის ასტიმულირებს ტვინს და აზროვნების პროცესებს.
ეს ვიდეო გაჩვენებს როგორ შეარჩიოთ საუკეთესო ნიგოზი.
თუ გსურთ ნარევი გულისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, გარგარი და ქიშმიში დაამატეთ. ისინი ბევრ კალიუმს შეიცავენ.
გლინტვეინი გულის სიძლიერისთვის
ინგრედიენტები
- 0,5 ლ სახლის წითელი ღვინო
- 5 ხმელი მიხაკის კვირტი
- 1 დარიჩინის ჯოხი
მომზადება
- აირჩიეთ სახლის პროდუქტი და არა მაღაზიის.შუშის ჭურჭელში მოთავსებულ ღვინოს 5 ხმელი მიხაკი და დარიჩინის ჯოხი დაუმატეთ. დაახურეთ თავსახური. გლინტვეინი ბნელ ადგილას 3 კვირა გააჩერეთ. ღვინის გაცხელება და გათბობა სუნელებით საჭირო არაა.
- მზა გლინტვეინი დღეში სამჯერ 1 ჩ.კ. მიიღეთ.