ჯეიმი ოლივერი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მზარეულია. მისმა გადაცემებმა მილიონობით მაყურებლის გული მოიგო. ჯეიმს მდიდრული კერძები ბანალური პროდუქტებით გამოსდის. ასევე, მზარეულო ჯანსაღი კვების პროპაგანდას ეწევა. წარმოგიდგენთ მის რჩევებს, რომელიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში ნებისმიერს დაეხმარება.
სწორი კვება გახდომისთვის საშინაო პირობებში
ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვის წყალმცენარეები. იაპონიაში გადაღებების დროს ჯეიმიმ მათ ჯადოსნურ თვისებებზე გაიგო. აღმოჩნდა, რომ ხალხი, რომელიც დღეში 200გ წყალმცენარეს მოიხმარს, კარგ ფიგურას წარმატებით ინარჩუნებს და დიდხანს ცცოხლობს.
ჯეიმი ყურადღებას გვამახვილებინებს წყლის დღიურ რაოდენობაზე.. თუ გაქვთ საშუალება დრეში ნახევარი ლიტრა წყალი დალიოთ, აუცილებლად დალიეთ. სხეული 20%-ით მეტ ენერგიას მიიღებს.
ბარდის ან ლობიოს მოხარშვისას არ გადმოღვაროთ წყალი. ხარშვის დროს მთელი ვიტამინი c სითხეში მიდის. მშვენიერი იდეაა გააკეთოთ დიეტური სუპი ამ წყალში.
ცნობილი მზარეული გვირჩევს კერძებში ბატატი ხშირად გამოვიყენოთ. დიდი რაოდენობის ანტიოქსიდანტები კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე დადებითად აისახებიან. მოამზადეთ ის როგორც ჩვეულებრივი კარტოფილი: შეწვით, მოხარშეთ, ჩათუშეთ ან გამოაცხვეთ.
ეცადეთ შეუხამოთ შეუთავსებელი პროდუქტები. მაგალითად შავი შოკოლადი და ფორთოხალი. ტვინი განსხვავებულ სიგნალებს მიიღებს და მისი აქტიური სტიმულაცია მოხდება.
არანაირი ნახევარფაბრიკატები – ესაა აქსიომა, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ.
კერძის მომზადებამდე მასში ბოსტნეული და მწვანილი დაამატეთ. ეს სასრგებლო უჯრედები ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებენ და წონის დაკლებას უწყობენ ხელს.
ეცადეთ დაიცვათ დიეტები, რომლებიც ყველა ჯგუფი პროდუქტებს დაბალანსებულად შეიცავენ.
თავი მკაცრ ჩარჩოებში არ მოაქციოთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტები სასარგებლო პროდუქტებით და არ დაგავიწყდეთ სეზონური ბოსტნეულის და ხილის შესახებ.