საყოველთაო ვირუსის და ეპიდემიის გავრცელებისას ბავშვების დიდი ნაწილი ავადდება. მშობლები პანიკაში ვარდებიან, როცა შვილის კანზე წითელ გამონაყარს ხედავენ. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ კანზე ყველანაირი ანთება წითელაზე არ მიუთითებს.
არსებობს სხვა ინფექციებიც, რომელიც მსგავს სიმპტომებს იწვევს და წითელასთან არაფერი აქვს საერთო. წარმოგიდგენთ თუ როგორ ჩნდება ის, როგორ გავარჩიოთ სხვა ავადმყოფობისგან, რა საშიშროებებს მოიცავს და როგორ ვებრძოლოთ.
წითელას სიმპტომები და პროფილაქტიკა
წითელა ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. იმისთვის, რომ დაავადდეთ, საკმარისია უკვე დაავადებულ ადამიანთან ერთ შენობაში აღმოჩნდეთ და არ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი. თუ დაავადებული ადამიანი სადარბაზოში შევა, შესაძლოა მეზობლები დაავადნენ. ამიტომაც სივრცის განიავება აუცილებელია.
პირველი სიმპტომები გაციებას მოგვაგონებს: სისუსტე, მადიანობის დაკარგვა, სურდო, ტემპერატურის მატება, ხველა, თვალების სიწითლე და ცრემლიანობა. უკვე მეოთხე დღეს მთელ სხეულზე ჩნდება გამონაყარი – თავიდან ფეხებამდე, რომელიც მხოლოდ 6 დღის შემდეგ ქრება.
გამონაყარის გაჩენისას დაავადებულს პირში წითელი ლაქები უჩნდება თეთრი წერტილებით ცენტრში. ეს წითელას დადასტურებული ნიშანია. თუმცა, რამდენიმე საათში ქრებიან. მეორე სანდო დამახასიათებელი თვისება კონუქტივიტია.
წითელას გამონაყარი ჯერ ყურებს ფარავს, შემდეგ კისერს, სახეს და ბოლოს სხეულის სხვა ნაწილებს.
წითურას დროს გამონაყარი ლაქებს არ ერწყმის, ლოკალიზებული რჩება. დაავადების დროს თვალების გვერდით და მაღლა ატრიალება მტკივნეულია. ჩუტყვავილას დროს გამონაყარი კისრის ქვევით ინაცვლებს.
წითელას მთავარი საშიშროება გართულებაა. შესაძლოა კონუქივიტი, ოტიტი ან პნევმონია განვითარდეს. თუ გართულება არ შეინიშნება, კვების რეჟიმს მიაქციეთ ყურადრება. ასევე მაღალი ტემპერატურისას დალიეთ სიცხის დამწევები.
საოცარია, რამდენი ადამიანი იტანჯება წითელასგან, მიუხედავად იმისა, რომ პროფილაქტიკისთვის ეფექტური საშუალება ნამდვილად არსებობს: ვაქცინაცია. უბრალოდ ბევრი ამას არ აკეთებს.
წითელა ყველაზე მეტად პატარა ბავშვებისთვისაა საშიში, ამიტომ 1 წლის ასაკშ აცრა უკვე საჭიროა. განმეორებითი პროცედურა კი 6 წლის ასაკში უნდა ჩატარდეს. თუ ბავშობაშ არ გაგიკეთებიათ, მოზრდილ ასაკში უნდა გაიკეთოთ.