სტომატოლოგები ბევრ მარტივ გზას ასახელებენ კბილების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. პატარა ცვლილებებიც კი უდიდეს შედეგს გამოიღებს.
1. ზეთის წასმა
აირჩიეთ ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული ზეთი, მაგალითად ქოქოსის ან სეზამის. გამოირეცხეთ პირი 20 წუთის მანძილზე ჯერ ზეთით შემდეგ წყლით.
2. არ გადააჭარბოთ შაქრის რაოდენობას.
ზედმეტი შაქარი ავნებს თქვენს კბილებს. ეს არაა მხოლოდ ტორტი და ტკბილეული, ის შეიძლება იყოს შაქარში ხილში და კარტოფილში. ეცადეთ ზოგიერთი პროდუქტი მისი უშაქრო აალოგით ჩაანაცვლოთ.
3. დღეში ორჯერ გამოიხეხეთ კბილები
კბილების გამოხეხვა დილის რუტინის ნაწილია მაგრამ ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს. ღამე გამოხეხვაც მნიშვნელოვანია, რათა დაგროვილი ბაქტერიებისგან განთავისუფლდეთ.
4. გამოიხეხეთ ენაც.
ბაქტერიებს არამხოლოდ კბილები, არამედ ენაც იკრებს. გადაატარეთ ჯაგრისი მასზეც.
5. გაამახვილეთ ყურადღება პატარა დეტალებზე.
თუ სასა ოდნავ წითელია ან პირში რაიმე სახის მცირე ტკივილს გრძნობთ, ეწვიეთ ექიმს. გაამახვილეთ ყურადღება წვრილმანებზე, რადგანაც შესაძლოა სერიოზული სახე მიიღონ.
6. ეცადეთ დალიოთ მწვანე ან შავი ჩაი
მწვანე და შავი ჩაი თქვენს კბილებს დაეხმარებიან. მათში არსებული ნივთიერებები პირის ღრუს კარიერის განვითარებისგან იცავენ. ეს ხერხი ტკბილეულის ჭამის შემდეგაც დაგეხმარებათ.
7. გამოხეხვას ნუ გადააჭარბებთ.
ამბობენ, ზედმეტი არაფერი ვარგაო და მართალიცაა. დღეში 2-ზე მეტჯერ გამოხეხვა კბილებს დააზიანებს. მათზე მთელი სიმძაფრით დაწოლაც მსგავს პრობლემებს გამოიწვევს. სასარგებლო ხრიკი: გამოიხეხეთ ისე, როგორც გახეხავდით კვერცხს. დიდი ძალდატანება არ სჭირდება.
8. ჭამეთ ისეთი საკვები, რომელიც კბილის სიჯანსაღეს განაპირობებს
არსებობს პროდუქტები, რომლებიც კარიესს იწვევენ. მათ შორის ყველი. ვაშლმა, რომელიც შაქარს შეიცავს შესაძლოა ბაქტერიების რიცხვი გაზარდოს.
9. გახსოვდეთ ძაფით გაწმენდა.
მარტო გახეხვა საკმარისი არაა. რეგულარული ძაფით გაწმენდა შეაფერხებს ანთებას, დაავადებებს, უსიამოვნო სუნს.
10. ესტუმრეთ სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ.
სტომატოლოგი შეამჩნევს პრობლემას, სანამ გვიანი არაა. ამასთან ისინი წმენდენ კბილებს.