“თვალის ქვეშ ან ნარევს ვიდებ. ყოველ დილით ჯანსაღად და მოვლილად გამოვიყურები”

გვიანდ აწექი დასაძინებლად, ძილის წინ ჩაი დალიე, დიდხანს უყურებდი ლეპტოპს ან ტელეფონს, ბოლო დროს სტრესს გრძნობ…. ყველაფერი ეს თვალებზე აისახება და მუქ ჩრდილებს ქმნის მათ გარშემო. ძვირადღირებული კოსმეტიკაც კი არ შველის ხანდახანს მსგავს უსიამოვნებებს და სახეს ვიზუალურად რამდენიმე წელი ემატება…

წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ გაიქროთ მუქი ჩრდილები და შეშუპება. მის მოსამზადებლად რამდენიმე ეკონომიური ინგრედიენტი დაგეხმარებათ. ეფექტი გაგაოცებთ!

ინგრედიენტები
  • 1/2 ჭიქა დაფქული ყავა
  • 100 მლ ნუშის ზეთი
  • 1 ს.კ. ავოკადოს ზეთი
მოზმადება და მიღება

ყავა შუშის ქილაში ჩაასხით. დაამატეთ ნუშის ზეთი იმდენი, რომ ყავა დაფაროს. დაახურეთ ქილას და ბნელ ადგილას 4-5 დღე დატოვეთ.

რამდენიმე დღეში ზეთი ყავაში განზავდება. მოათავსეთ მარლაში და გაწურეთ მიღებული მასა.

მიღებულ შრატს დაუმატეთ ავოკადოს ზეთი. დახურეთ ფლაკონი და კარგად აურიეთ. ეცადეთ ჰქონდეს მეტალის თავსახური, თუ არ მოგეპოვებათ, შეიძინეთ აფთიაქში.

შეინახეთ საშუალება მაცივარში. გამოიყენეთ ყოველ დილით მინიმუმ 20 წთ-ით ადრე მაკიაჟის გაკეთებამდე.

მეტალის ბრუნვადი თავსახურის მეშვეობით მას თვალის გარშემო მოხერხებულად წაისმევთ. კანი მიღებს სათანადო კვებას, აუმაღლდება ტონუსი და შეიძენს ენერგიას. რეგულარული გამოყენების შემთვევაში რამდენიმე კვირის შემდეგ სილურჯეები შესამჩნევად გაღიავდება, ხოლო ასაკობრივი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.