ყველამ იცის თუ რამდენად სასარგებლოა ორაგული და კალმახი. ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ამ “ელიტურ სახეობებს” სერიოზული კონკურენტი ჰყავთ : საკმაოდ ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი თევზი, რომელიც ომეგა-3-ის კარგი წყაროა.
ამ თევზის სახელია – მოივა. რატომაა ის სასარგებლო და როგორ უნდა მოვამზადოთ, რომ სარგებელი მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ?
ყველაზე სასარგებლო თევზი
თევზი მოივა ადამიანებისთვის დიდიხანია ცნობილია. მას როგორც თავისთვის, ასევე შინაური ცხოველებისთვის ყიდულობენ. მოივა მდიდარია ცილით: მასში 20-25% ცილაა. ისევე როგორც ყველა თევზის სახეობა, რომლებიც ოკეანის ცივ წყლებში ბინადრობენ, ისიც სავსეა ომეგა-3-ითა და ომეგა 6-ით.
მოივაში აჰრმონიულადაა შერწყმული ვიტამინები A და D. ვიტამინი B12 მასში უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ხორცში. მასში არსებული მიკროელემენტები მას საოცრად სასარგებლოს ხდიან. მოივა ასევე შეიცავს იოდს, ფოსფორს და სელენს, რომელიც ძვლების და თმის ფორმირებაში მონაწილეობს.
იმისთვის, რომ მოივა მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, იყიდეთ ნედლ ან გაყინულ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია გაალღოთ ბუნებრივი გზით და არა მიკროტალღურ ღუმელში. არ შებოლოთ, რადგანაც სასაარგებლო ნივთიერებებს დაკარგავს, ასევე სპეციალისტები გვირჩევენ არ შევწვათ, რათა სამკურნალო თვისებები არ მოვუკლათ.
მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული თევზი იდეალური გადაწყვეტილებაა. ასევე, შეგიძლიათ გამოაცხოთ. გაზქურაში პერგამენტის ქაღალდი მოათავსეთ, დადეთ თევზი და 200 გრადუსზე გააცხელეთ. საჭიროა მხოლოდ 15 წთ. დაამატეთ ლიმონი და საკმაოდ იაფ და სასარგებლო კერძს მიიღებთ.