საუკეთესო ვიტამინური საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად – წამებში მოვამზადე

მუდმივი გაციება, ტემპერატურის მატება, დაღლილობა, ძლის დარღვევა, ანთება კანზე – ყველაფერი ეს დასუსტებული იმუნიტეტის დამსახურებაა. სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები და ორგანიზმი დაიცვათ. წარმოგიდგენთ საშინაო საშუალებას იმუნიტეტის ასამაღლებლად ხალხური მედიცინიდან.

ინგრედიენტები
  • 150 გ თაფლი
  • 200 გ გოგრა
  • 1 ლაიმი
  • 1 ლიმონი
  • 5 სმ ჯანჯაფილის ფესვი
  • 150 გ ყავისფერი შაქარი
მომზადება

ლიმონი და ლაიმი 1 წუთის განმავლობაში მოშვებულ წყალში მოათავსეთ, შემდეგ დაჭეით დიდ ნაჭრებად ქერქთან ერთად.

გაასუფთავეთ ქერქისგან გოგრა და ჯანჯაფილი, დაჭერით დიდ ნაჭრებად.

მოათავსეტ ყველაფერი ბლენდერში, დაამატეთ თაფლი და შაქარი.

ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ერთიან მასამდე მიიყვანეთ.

გამოიყენეთ ეს სამკურნალო მასა თბილ ჩაისთან ერთად 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბლინების შიგთავსი.

კომენტარის დატოვება