“როგორ შევწყვიტოთ ბევრის ჭამა, მაშინ როცა ყველაფერი გემრიელი და ტკბილი გვიზიდავს?” თურმე ამაში სასარგებლო სეზამი დაგვეხმარება! მისი თესლები დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავენ, რომლებიც ორგანიზმში გროვდება. საქმე იმაშია, რომ სხეული მაშინ გვთხოვს ტკბილს, როცა კალციუმი არ ჰყოფნის.
ბუნებაში კალციუმი ტკბილის სახითაა. წარმოგიდგენთ სეზამის რძის რეცეპტს – დღეში 1 ჭიქა მსგავსი სასმელი გაგიმაგრებთ ძვლებს, გამოაჯანმრთელებს ორგანიზმს, დაგეხმარებათ ზედმეტის მირთმევისას და აშ.
სეზამის რძე
ინგრედიენტები
- 100 გ უმი სეზამი
- 2 ჩ.კ. თაფლი
- 1 ლ წყალი
მომზადება
საღამოს სეზამი ცივ წყალში მოათავსეთ და 7-8 სთ გააჩერეთ. ზოგიერთ რეცეპტში 1-2 სთ წერია, მაგრამ ამ ხერხით ის უფრო გემრიელი იქნება.
გადაასხით წყალი, დაამატეთ ტაფლი და 1 ჭიქა წყალი. დაიწყეთ მარცვლების გაჭყლეტა ბლენდერში.
თაფლი აუცილებელი ინგრედიენტი არაა: შეგიძ₾იათ ჩაანაცვლოთ ფინიკით ან მოამზადოთ რძე დანამატის გარეშე.
დაასხით დარჩენილი წყალი და კიდევ ერთხელ აურიეთ რძე ბლენდერში.
რძე სქელი არ უნდა იყოს, სისქე წყლის დამატებით არეგულირეთ. კარგი იდეაა მასში ვანილინის დამატება.
გაცერით მიღებული მასა.
ნარჩენები არ გადაყაროთ: შეგიძლიათ დაამატოთ გამოცხობისას, მოამზადოთ შვრიის ორცხობილა სეზამით, ხალვა: უბრალოდ აურიეთ ის თაფლთან და აშ.
რძე მსუბუქი თაფლის გემოთი გამოგივათ, ტკბილი და ჰაეროვანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კაკაოს მომზადებისას, დაამატოთ ყავაში, მოხარშოთ ფაფა, ძალიან სასარგებლოა.
სეზამის რძის მიღების სქება მარტივია: 1 ჭიქა უზმოზე ყოველდღე. 1 კვირის შემდეგ უკვე საოცარ შედეგს იგრძნობთ.
100 გ სეზამი კალციუმის დღიურ ნორმას შეგივსებთ. რეკომენდირებულია ბავშვებისთვის. რძისა და ბანანის კოქტეილი მათ ძალიან მოსწონთ.
მისი გამოყენებისას დესერტების და ტკბილის მირთმევა აღარ მოგინდებათ. მსგავსი გაჯანსაღებული კვებით 1 თვის შემდეგ საკუთარ სხეულს ვეღარ იცნობთ.
1 ჭიქა სეზამის რძე 7-ჯერ მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი რძე.