კაკაოს კარაქის სარგებლიანობაზე ბევრი რამაა ცნობილი: ადრე მისი მეშვეობით იარებს არჩენდნენ, შინაგანად იმუნოსტიმულატორის სახით იღებდნენ და ასევე, დერმატოლოგიური დაავადებებისას კანზე ისმევდნენ. კაკოს ზეთს არც დღეს დაუკარგავს პოპულარობა.
კაკაოს კარაქი კანისთვის
მას იყენებენ კულინარიაში, ასევე კოსმეტოლოგიაში, ამატებენ სხვადასხვა კრემებს, ლოსიონებს, ბალზამებს და მკვებავ კრემებს. კაკაოს კარაქი სხეულის ტემპერატურას ადვილად ერგება.
სახის კანისთვის
კაკაოს კარაქი სტეარინმჟავას შეიცავს, რომელიც კანს ჭიმავს. მსგავსი ეფექტისთვის აიღეთ კარაქის პატარა ნაჭერი და უბრალოდ გადაიტარეთ სახეზე. ეს პროდუქტი ჰიგიენური ტუჩსაცხის სახითაც გამოგადგებათ.
სხეულის კანისთვის
ეს პროდუქტი კანის მშრალი ნაწილებისთვის გამოიყენება: მუხლი, ქუსლი, ფრჩხილები… 50გ კარაქი აურიეთ 1 ჩ.კ. ყურძნის თესლების ზეთში. მიღებული მასა დღეში ორჯერ დაიდეთ: დილას და საღამოს.
კაკაოს კარაქი თმისთვის
ის აღადგენს დაზიანებულ თმას. ამისთვის 50 გ კარაქს 7 ს.კ. Burdock Oil, 8 წვეთი ვიტამინი A და 5 წვეთი ვიტამინი E დაუმატეთ.
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ჯამში და გაათბეთ. როცა კომპონენტები აირევა, მოზრდილ ქილაში ჩაასხით. 30 წთ-ის შემდეგ, სველ თმაზე დაიდეთ და მოქმედებისთვის 1 სთ დაელოდეთ.