ბევრ ადამიანს უყვარს გაზაფხული, ეს მშვენიერი დრო ზამთრისგან გამოფხიზლების საშუალებაა. მაგრამ, ზოგიერთ ადამიანს გაზაფხულის დადგომის ეშინია…
საგაზაფხულო ალერგია სხვადასხვა მცენარეზე ძალიან გავრცელებული მოვლენაა თანამედროვე სამყაროში. არსებობს ბევრი ანტიალერგიული პრეპარატი, რომლებიც დაავადების სიმპტომებს ხსნიან. მაგრამ, სამწუხაროდ ისინი ზიანს აყენებენ ღვიძლს და თირკმელს, ნეგატიურად აისახებიან კუჭის მუშაობაზე.
არსებობს პროფილაქტიკის ალტერნატიული მეთოდი ნატურალური საშუალების დახმარებით! ორეგანოს ეთერული ზეთი სასწაულებს ახდენს!
ალერგიის პროფილაქტიკა
მტკივნეული მდგომარეობის შესამსუბუქებლად რეკომენდირებულია ატაროთ სამედიცინო ნიღაბი ქუჩაში. ეს მარტივი ხერხი ეხმარება ადამიანებს არ სვან უამრავი ტოქსიკური პრეპარატი.
ასევე მნიშვნელოვანია იმ ადგილის ჰაერის დატენიანება სადაც იმყოფებით დიდი ხნის მანძილზე და დიეტის დაცვა: ნაკლები შაქარი და ხორცი. ღვიძლი უკვე გადატვირთულია ალერგენების შეტევისგან.
ალერგიის შემოტევების სამკურნალოდ გამოიყენეთ ორეგანოს ეთერული ზეთი. შეიძლება გაიკეთოთ ინჰალაცია: წყალში 1 წვეთი ზეთი გახსენით. მსგავსი სახის ინჰალაცია შეგიმსუბუქებთ სუნთქვას და მოხსნის ხველას.
ასევე, შეგიძლიათ დალიოთ ეთერული ზეთის სამკურნალო ნაყენი: ჭიქა წყალში გახსენით 3 წვეთი ორეგანოს ზეთი და დალიეთ. ეს საშუალება დღეში ერთხელ მიიღეთ 10 დღის მანძილზე. შემდეგ 2 კვირა შიევენეთ. ორეგანოს ზეთი ანტისეპტიკური ქმედებით გამოირჩევა, დევნის პარაზიტებს ორგანიზმიდან და ამცირებს ალერგიულ პროცესებს.
გამოიყენეთ ორეგანოს ზეთი ზეითუნის ზეთთან ერთად: გახსენით 3 წვეთი ეთერული ზეთი ნახევარ ჩაის კოვზ ზეითუნთან ერთად და ენის ქვეშ დაიდეთ. თუ პირის ღრუში სიმხურვალეს იგრძნობთ, საშუალება რძით დალიეთ.
არ გამოიყენოთ 12 წლამდე ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ დედებში.